• დაგვიკავშირდით:

    +995 577 47 65 07

  • მოგვწერეთ:

    gmuslimsunion@gmail.com

  • მისამართი:

    ბათუმი, გორგასალის N1 ბ.N1

ხიჯაბი (ქალთა მუსლიმური სამოსი) ძალადობის წინააღმდეგ

თანამედროვე ცხოვრებას თან მოჰყვება ახალი საზრუნავი და პრობლემები. მაგრამ არის ისეთებიც, რომლებსაც ქალები სამყაროს დაარსებიდან აწყდებიან. კერძოდ – დევნა და ძალადობა. ალბათ, არასოდეს დამდაგარა ისეთი პერიოდი, რომ საზოგადოებაში ძალადობის პრობლემა აქტუალური არ ყოფილიყო, იშვიათი გამონაკლისის გარდა. აბა რისი თქმა შეიძლება ამასთან დაკავშირებით დღევანდელ პირობებში?

სავალალო სტატისტიკის მიხედვით, აშშ-ში სექსუალური დევნის და ძალადობის მსხვერპლი ხდება ქალთა 22%, მათ შორი 39%-მა თავისი ცხოვრების მანძილზე ორჯერ ან მეტჯერ განიცადა ძალადობა. ამათგან ნახევარზე მეტი -11-დან 24-წ-მდე ასაკში, ასე რომ ”სქესობრივი დანაშაული-ახალგაზრდობის პრობლემაა!” 75-80 შემთხვევაში მოძალადე და ძალადობის  მსხვერპლი ნაცნობები-თანამშრომლები, ნათესავები, მეგობრები არიან. ასევე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მოცემულ ქვეყანაში ქალთა უფლებები, ასევე მათი ხელშეუხებლობის იურიდიული დაცვა, ძალიან კარგად არის დაცული.

რუსეთის სტატისტიკა ბევრად არ განსხვავდება მოცემული სტატისტიკისგან: რუსეთშიც ქალთა თითქმის მეოთხედი ნაწილი სექსუალური დევნის მსხვერპლი გახდა, ძირითადად ახალგაზრდები. მაგრამ, ვინაიდან რუსეთში ”არ არის მიღებული” ამგვარი პრობლემებით სამართალდამცავი ორგანოებისათვის მიმართვა და საკუთარი ინტერესების  სასამართლოში დაცვა, სტატისტიკაც, შესაბამისად, უფრო უკეთესია.

ახლა შევხედოთ რა ვითარებაა ამ მხრივ ისლამურ ქვეყნებში. აქ ვნახავთ, რომ ეს პრობლემა ისეთი სიმძაფრით არ დგას. მუსლიმანი ქალი, რომელიც იცავს თავისი რელიგიით დადგენილ წესებს პრაქტიკულად არ ხდება ძალადობის მსხვერპლი, თუნდაც ისეთი თავისუფალი ზნეობის ქვეყანაში, როგორიცაა აშშ.

მუსლიმანი ქალი უკვე თავისი გარეგნობითა და საქციელით 

უკუაგდებს ძალადობის განზრახვას. ის თავისი დაცულობის დემონსტრირებას ახდენს უზენაესი სამართალის რწმენით. და არ არის მინდობილი იღბალზე და ბროშურაზე ”როგორ დავიცვათ თავი სამსახხურში კოლეგის ზედმეტი ყურადღებისაგან”.

მაშ, რისი მეშვეობით იცავს ალლაჰი ქალებს ამ უზნეობისა და ყველაფრის მოურიდებლობის პერიოდში, იმ პირობებში, როდესაც ზოგიერთ საზოგადოებაში ოჯახისა და ქორწინების ინსტიტუტი ფაქტობრივად აღარ არსებობს?  რა თქმა უნდა ხიჯაბით. და აქ მარტო ტანისამოსში როდია საქმე, არამედ ცხოვრებისა და მოქცევის წესში.

ხიჯაბში შემოსილი ქალი-ისლამის სიმბოლოა, იმისი მაჩვენებელი, რომ მასზე  ძალაუფლება მხოლოდ უზენაეს ალლაჰს ეკუთვნის, იმის დასტური, რომ ის არ არის სუსტი და ადვილად დასაჩაგრავი არსება, არამედ პიროვნება, რომელსაც  თავისუფლების, დაცულობისა და დაფასების არანაკლები უფლება აქვს ვიდრე ნებისმიერ მამაკაცს.

ხიჯაბით ქუჩაში

ის მოჰყვება ხმაურიანი, მრავალენოვანი, მრავალკულტუროვანი  და მრავალეროვანი ხალხის დინებას, ჯერ ერთი, უნდა აღინიშნოს, რომ იშვიათად თუ ვნახავთ მას მარტოდ მოსიარულეს – ხშირ შემთხვევაში მას თან ახლავს მეგობრები, ნათესავები ან ბავშვები. ესეც ხიჯაბის ტარების ერთ-ერთი პირობაა. მარტოდ მიმავალი ქალის დაჩაგვრა უფრო ადვილია, ხოლო არავის ეყოფა თავხედობა და თვითდაჯერებულობა მცირერიცხოვან ადამიანთა ჯგუფს შეუჩდეს, თუნდაც ის მხოლოდ ქალებისაგან შედგებოდეს.

ის არ ჩაიცმევს უგემოვნო მინი და სუპერ-მინი ქვედა წელს და მაისურს, რომელიც უფრო მეტს აჩენს, ვიდრე ფარავს, და რომელიც არანაირ შანსს არ უტოვებს მამაკაცის ფანტაზიას. მის სახეზე თქვენ ვერ იხილავთ კილოგრამობით წაცხობილ დეკორატიულ კოსმეტიკას, რომელიც ჩინგაჩკუკის ტომების საბრძოლო შეფერილობას წააგავს. 

ის მოკრძალებულად მოდის, თავდახრილია, და არ აცეცებს თვალებს იქეთ-აქეთ მორიგი მსხვერპლის ძიებაში, არ ეძებს ობიექტს ნადირობისათვის, რომელსაც მოდური და ძვირფასი ”ზმანები” ეცმევა და ”მერსედესით გრიალებს” და რომლის კისერსაც ოქროს ძეძკვი ამშვენებს.

ის, უბრალოდ, მიემართება: მაღაზიაში საყიდლებზე, მეცადინეობებზე, ბავშვებთან ერთად ბაღში სასეირნოდ. ის თავისი საქმით არის დაკავებული, და არ აინტერესებს ირგვლივ მყოფნი, მით უმეტეს, მამაკაცები, რომლებისაგან უამრავ მის თანატოლს მხოლოდ ბევრი ფულის დატაცება სურთ, ან და სურთ მისი სახით იხილონ ”შინაური უძრავი ქონების” ობიექტი პირობითი სახელწოდებით ”ქმარი”.

რა თქმა უნდა, მას არ ადევს ხელბორკილები და არ მიუცია დუმილის აღთქმა. საჭიროების შემთხვევაში ის გზასაც მიგასწავლით, მოკრძალებული ღიმილით დაეხმარება მოხუცს გზის გადასვლაში, შეშფოთდება ბავშვის ძირს დავარდნის გამო, მაგრამ ნებისმიერი მცდელობა, რომელიც  მიზნათ ისახავს მისი ყურადღების მოპყრობას და ისლამის ჩარჩოებს სცდება -ის უმალვე იქაურობას მოშორდება. საპირისპირო სქესის წარმომადგენლის მხრიდან ნებისმიერი კონტაქტის მცდელობა, რომელიც სცდება დაშვებულის ჩარჩოებს გამოიწვევს დისტანციას. ამიტომაც ის დაცულია ნებისმიერი, თუნდაც ყველაზე ზნედაცემული ქალაქის ქუჩებშიც.

ხიჯაბით სამსახურში

უნდა ითქვას, რომ მუსლიმანი ქალის მუშაობა არ არის აუცილებელი. მას უბრალოდ აქვს ამისი უფლება. მას შეუძლია იმუშავოს მხოლოდ თავისი სიამოვნებისათვის, თუ კი აქვს საამისო დრო და მშობლებისა ან მეუღლის თანხმობა.  

ის ვალდებული არ არის  არჩინოს ოჯახი, მშობლები, მით უმეტეს, ქმარი. მის მიერ შემოტანილი ფული მხოლოდ მას ეკუთვნის. თუ ის ამ ფულს ოჯახს ახმარს -ეს მისი ნებაყოფლობითი შემოწირულობაა (სედეყაა).

არის პროფესიები, რომლებსაც მუსლიმანი ქალი არ აირჩევს, შიმშილითაც რომ კვდებოდეს, მაგალითად,  სტრიპ-კლუბში ან ინტიმურ მაღაზიაში, თანმხლებ პირად, ან რაიმე სხვა სახის სამსახურში, რომელიც უკვე თავისი სახელწოდებიდან გამომდინარე გულისხმობს გარკვეული მომსახურების გაწევას დამქირავებელი პირის მიმართ. ეს, რა თქმა უნდა, მას არ შეეფერება.

ზოგიერთი პროფესიაც ასევე მიუღებელია იმავე მიზეზების გამო, ვინაიდან, მიუხედავათ იმისა, რომ ის პირდაპირ არ მიუთითებს უმსგავსობაზე, ირიბად მაინც გულისხმობს ამას: მაგალითად, მიმტანის პროფესია ღამის კაფეებსა და კლუბებში, გარდა ყავის მოდუღების ცოდნისა თავისთავად გულისხმობს ინტიმური მომსახურების გაწევასაც. 

ალბათ, მარტო მუსლიმანი ქალებისათვის კი არა, ყველა სხვა ქალებისათვისაც ამგვარი სამუშაო ადგილები ერთობ დამამცირებელია, მაგრამ ბევრიც მიდის იქ სამუშაოდ იოლი ფულის საშოვნელად, ან გამოუვალი მდგომარეობის გამო.

პროფესიათა ნაწილიც მიუღებელია ქალებისათვის პრინციპული მოსაზრებებით. მხოლოდ კომუნიზმის პერიოდში მიესალმებოდნენ ტრაქტორისტ ქალებს. ქალი ენაცვლებოდა მამაკაცს მაღაროებში, სამშენებლო მოედნებზე, მატალურგიულ ქარხნებში და სხვაგან. ბუნებრივია, რომ ამგვარი პროფესიები არ შეესაბამება ქალის ბუნებას, მის ფიზიკურ და სულიერ ორგანიზაციას. რამდენმა ქალმა მოისპო ჯანმრთელობა, ხეიბარი გახდა ან შვილი ვეღარ გააჩინა ასეთი მძიმე შრომის შემდეგ.

მუსლიმანი ქალი თუ კი მუშაობს, ის ირჩევს ექიმის, პედაგოგის, ჟურნალისტის ან დიზაინერის პროფესიას. სავსებით დასაშვებია – საქმიანი ქალბატონიც, რომელსაც საკუთარი ან ქმართან საერთო ბიზნესი აქვს. განა ცოტაა პროფესიები, სადაც ქალს  საკუთარი ნიჭისა და ცოდნის რეალიზება შეუძლია? სავსებით დასშვებია, რომ მან იმუშავოს არა მარტო ქალურ კოლექტივში. მაგრამ ასეთ შემთხვევაშიც ის არ იძლევა უხამსი ხუმრობის, გადაკვრით ნათქვამისა და არშიყობის არანაირ საბაბს.

მისი ტანისამოსი შეესაბამება, როგორც დაწესებულების პირობებს, ასევე ისლამის კანონებს. ის  თავაზიანია, მაგრამ არ იძლევა იმის საბაბს, რომ ეს ფლირტად იყოს აღქმული. ის აკეთებს წარჩინებულ კარიერას არა თავისი სხეულითა და გამომწვევი მაკიაჟით, არამედ თავისი ნიჭითა და მონაცემებით, და რაღა თქმა უნდა, ალაჰის დახმარების იმედით.

ასეთებზე ამბობენ: შეუხედავია, მაგრამ, შეუცვლელი, ანუ ის არ იქცევს ზედმეტ ყურადღებას თავისი პერსონის მიმართ, მაგრამ მისი საქმიანობა დაწესებულებისათვის საჭიროა. ის ჰაერივითაა, რომელსაც ვერ ამჩნევ, მაგრამ მის გარეშე ვერ იცოცხლებ.

ხიჯაბით დასასვენებლად

ზოგიერთი  ღიზიანდება, რომ მუსლიმან ქალებს დასვენების უფლება აქვთ. ბევრი იმ აზრს არის მიჩვეული, რომ მუსლიმანი ქალები ”დაკნინებული არსებებია”, რომლებსაც  მხოლოდ ოჯახური საქმის კეთებისა და შვილების გაჩენის ფუნქცია აკისრია. მაგრამ ასე როდია. დღეისათვის მუსლიმანი ქალი გვხვდება სათხილამურო ტრასაზეც, საციგურაო მოედანზეც, ცხენოსნურ კლუბშიც. ისლამური ოჯახები ერთიანდებიან და ერთად დადიან ტურისტულ ლაშქრობებში,  აწყობენ პიკნიკებს ბუნებაზე, აწყობენ ტურისტულ მოგზაურობებს. მუსლიმანი ქალები დადიან ბავშვებთან ერთად ბაღებში, ესწრებიან ატრაქციონებს. მაგრამ მუსლიმან ქალს ვერ ნახავთ დისკოტეკებზე და ღამის კლუბებში, და არც არაფერი ესაქმებათ იქ. ასეთ დაწესებულებებში მიმდინარე ცხოვრების წესს დასვენებასაც ვერ დაარქმევ. სინამდვილეში, ეს ორგანიზმისათვის ზედმეტი დატვირთვაა.

ნამდვილი დასვენების დროს, რომელიც ერთობლივ სასარგებლოა სხეულისა და სულისათვის, მუსლიმანი ქალი, რა თქმა უნდა, ხიჯაბითაა. ხიჯაბში ის დაცულია. ამასთანავე, ის შემოსილია ისეთ ხიჯაბში, რომელიც ხელს არ უშლის დასვენებაში ან სპორტულ ვარჯიშში.
ჭეშმარიტად, ხიჯაბს შეზღუდვა არ აქვს, ვინაიდან ის საჭიროა, რადგანაც დაწესებულია. მაგრამ არ უნდა აღვიქვათ ის, როგორც ქალისადმი რაიმე დანაშაულისათვის ”მისჯილი” რამ. ხიჯაბი – არ არის მარტო ცხოვრების წესი, ის იცავს თავის მეპატრონეს მრავალი ცხოვრებისეული პრობლემისა და შემთხვევისაგან, მათ შორის ძალადობისგან.

ფატიმა მანზურ

თარგმანილია www.islam.ge –დან