• დაგვიკავშირდით:

    +995 577 47 65 07

  • მოგვწერეთ:

    gmuslimsunion@gmail.com

  • მისამართი:

    ბათუმი, გორგასალის N1 ბ.N1

ერთიანობის მნიშვნელობა საზოგადოებაში

უზენაესი ალლაჰი წმინდა ყურანში ასე ბრძანებს: “(რათა) იქმნეს თქვენგან ხალხი სიკეთის მომხმობი, კეთილ საქმეთა მბრძანებელი და ცუდის (უკეთურების) Gამკრძალვნი. აი, ისინი, სწორედ ისინი არიან გადარჩენილნი”. (სურა `ალი-იმრან,” 3/104).ალლაჰის შუამავალმა ამ თემას დაამატა: “ჩემს მიმდევრებს შორის მუდმივად იქნებიან ისეთები, რომლებიც განუხრელად შეასრულებენ ალლაჰის ბრძანებებს და არაფერს არ შეუძლია მათი შერცხვენა, მათზე წინააღმდეგობის გაწევა. ყველა ისინი არიან სწორ გზაზე მანამდე, ვიდრე არ ასრულდება ალლაჰის ბრძანება (სანამ არ დადგება განკითხვის დღე)” (ბუჰარი). აქედან, საზოგადოების ნებისმიერი მიზნის წარმატებით მიღწევის პირველი პირობაა მისი წევრების შინამოქმედების შეთანხმებულობა, სხვა სიტყვებით _ ერთობლიობა. ვინაიდან საზოგადოების ძალა ერთობაშია, თუნდაც ის იყოს პატარა, შინაგან უთანხმოებასა და განხეთქილებას მივყავართ უძლურობისა და გათიშვისაკენ, დაე, თუგინდ მისი რაოდენობა იყოს საკმაოზე დიდი. წმინდა მუჰამმედ შუამავალმა (სალლელლაჰუ ალეიჰი ვე სელლემ) თქვა: “ალლაჰის წყალობა საზოგადოებაშია. ვინც გაწყვეტს მასთან კავშირს, ის ჯოჯოხეთის ცეცხლში შესულად ითვლება.” ან კიდევ: `საზოგადოება_ ეს წყალობაა. უთანხმოება და განხეთქილება კი _ სასჯელი.”

ყურანში დიდი შემოქმედი აფრთხილებს მუსლიმანებს: “არ იქმნეთ იმათნაირი, ვინც დაიშალნენ ჯგუფებად და ვერ შეთანხმდნენ, მას შემდეგ როგორც კი მათთან მოვიდა ცხადი ზეციური სასწაული. აი, მათთვისაა  წამება უდიდესი “. (სურა “ალი იმრანი,” 3/105). და კიდევ: “დაემორჩილეთ ალლაჰს და მის შუამავალს და არ ეცილობლოთ ერთმანეთს, თორემ შიშში ჩავარდებით და ძალაც (ძლევამოსილებაც) ხელიდან წაგივათ. მოითმინეთ! უეჭველად, ალლაჰი მომთმენთა მხარესაა.  (სურა “ალ_ანფალი,” 8/46).

გარდა ამისა, მრავალრიცხოვანი აიათების და ჰადისების კომენტარებში ნათქვამია, რომ ისლამურ საზოგადოებას მხოლოდ თავისი ერთობლიობით შეუძლია განერიდოს შინაგან განხეთქილებასა და არეულობას, რომელსაც მივყავართ ალლაჰის სასჯელამდე, დამონებასა და სახელგატეხილობამდე. რომ მიაღწიო ერთობას საზოგადოებაში და განამტკიცო მისი ყველა წევრის თანხმობა, აუცილებელია ყველა მუსლიმანს მტკიცედ ეჭიროს ალლაჰის დარიგებანი (ყურანი) და მუჰამმედის (სალლელლაჰუ ალეიჰი ვე სელლემ) სუნნეთი. ჯანმრთელი და ძლიერი საზოგადოების განათლებისათვის აუცილებელია ყველა მის წევრს გააჩნდეს თავის ზნეობრივ არსენალში ისეთი თვისებები, როგორიცაა მოთმენა, მორჩილება, სიმტკიცე, სიყვარული, მადლიერება, ნდობა, ერთგულება, დაპირებული სიტყვის ერთგულება და საკუთარ თავზე დაკისრებული მოვალეობების შესრულება. გარდა ამისა, იყოს სხვა მუსლიმანებთან ძმურ დამოკიდებულებაში.

უზენაესი ალლაჰი ყურანის საშუალებით მოგვმართავს ჩვენ: “ო, თქვენ, ვინც ირწმუნეთ! მოითმინეთ (ალლაჰისადმი თაყვანისცემის სიძნელეები და ცხოვრებისეული გაჭირვება), იყავით მედგარი (ბრძოლის დროს მტრის საწინააღმდეგოდ). და გეშინოდეთ ალლაჰის, _ იმედია ხსნას მოიპოვებთ” (სურა “ალი იმრანი” 3/200).