• დაგვიკავშირდით:

    +995 577 47 65 07

  • მოგვწერეთ:

    gmuslimsunion@gmail.com

  • მისამართი:

    ბათუმი, გორგასალის N1 ბ.N1

მისალმება და თბილი მოპყრობა

დიდმა ალლაჰმა სურა “ან_ნისას”  86-ე აიათში ბრძანა: “როდესაც თქვენ მოგესალმებიან, მიესალმეთ უფრო უკეთესი მისალმებით ან უპასუხეთ იგივეთი. უეჭველად ალლაჰი აწარმოებს ყოველი არსების ანგარიშს!” (სურა “ან ნისა,” 4/86). ეს საკითხები ასევე განმარტებულია მრავალ ჰადისში.

 მოვიტანოთ ზოგიერთი მათგანი: აბუ ჰურაირეს სიტყვებით გადმოგვცემენ, რომ ალლაჰის შუამავალმა (სალლელლაჰუ ალეიჰი ვე სელლემ) თქვა: “როდესაც რომელიმე თქვენგანი მივა შეკრებილ საზოგადოებასთან-მიესალმოს და წასვლისას გამოემშვიდობოს, რადგანაც მეორე არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე პირველი” (აბუ დაუდ, თირმიზი); აბუ ჰურაირა გადმოგვცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა (სალლელლაჰუ ალეიჰი ვე სელლემ) თქვა: “თქვენ ვერ შეხვალთ სამოთხეში, სანამ არ ირწმუნებთ, მაგრამ ვერ ირწმუნებთ მანამ, სანამ არ შეიყვარებთ ერთიმეორეს. ხომ არ გიჩვენოთ მე თქვენ ის, რაც მიგიყვანს ერთმანეთის სიყვარულთან, თუ თქვენ გააკეთებთ ამას? გაავრცელეთ მისალმება ერთმანეთში!” (მუსლიმი,  “იმანი,” 93; იბნ “მაჯე,” “მუჰამმედი,” 9; დარიმი, “სელავათი,” 156).

ალლაჰის შუამავალმა ერთ-ერთ (სალლელლაჰუ ალეიჰი ვე სელლემ) ერთერთ ჰადისში თქვა: “სალამი (მშვიდობა) ალლაჰის ერთ-ერთი სახელია, რომელიც გავრცელებულია დედამიწაზე. თუკი ერთი საზოგადოების მუსლიმანი მივა მეორე საზოგადოების მუსლიმანებთან და მიესალმება მათ, ხოლო ისინი უპასუხებენ იგივეთი, მაშინ ისინი, იმისათვის, რომ ახსენეს სიტყვა “სალამი”, მიიღებენ დამატებით ჯილდოს. თუკი ისინი არ უპასუხებენ მის მისალმებაზე, მაშინ მის უპასუხო მისალმებაზე გარშემომყოფი უფრო ღირსეული და კეთილშობილური არსებანი გასცემენ პასუხს მას.” (თირმიზი).

შეხვედრისას მორწმუნეები თავდაპირველად მთელი სულითა და გულით, სითბოთი მიესალმებიან ერთიმეორეს, შემდეგ კი შეუდგებიან საუბარს. მუსლიმანებს არ ეკადრებათ შეხვდნენ ერთმანეთს პირქუშად და ქედმაღლურად. შეხვედრისას ისინი უნდა იყვნენ ალერსიანები, თავმდაბლები და ილაპარაკონ მხოლოდ სასიამოვნო სიტყვებით. ალლაჰის შუამავალი აღნიშნავდა: `შენი ღიმილი რწმენით ძმისთვის _ წყალობაა შენგან …” (თირმიზი, ბირრ ვა სილია,” 36).