• დაგვიკავშირდით:

    +995 577 47 65 07

  • მოგვწერეთ:

    gmuslimsunion@gmail.com

  • მისამართი:

    ბათუმი, გორგასალის N1 ბ.N1

ნეობოლშევიკთა ანტიისლამური ხრიკები, ანუ დარჩება თუ არა ქართველ მუსლიმთა ძახილი „ხმად მღაღადებლისა უდაბნოსა შინა“

თემურ გორგაძე

ვისაც სურს ხელისუფლებისთვის გუნდრუკის კმევაში დამდოს ბრალი, მაგრამ მე მაინც ვიტყვი იმ პროგრესის შესახებ, რომელიც  „ვარდებისშემდგომმა“ საქართველომა განიცადა. პოსტრევოლუციური გურჯისტანის მონაპოვარი არის, ის რომ დაიწყო სახელმწიფოებრივ აღმავლობა, მიზერული ტრანსფორმაცია განიცადა ცნობიერებამ, მცირე დოზით მაგრამ მაინც ჩამოყალიბდა რაღაც დემოკრატია. ასევე ძალიან მნიშნელოვნად მიმაჩნია თანამედროვეობის საქართველოში შეუქცევადად მიმდინარე ლიბერალიზაციის პროცესები, რომელმაც საქართველო ცივილიზირებული მსოფლიოს ნაწილად უნდა აქციოს და მე ამის გულწრფელად მჯერა. მთელი რიგი სუბიქტური და ობიექტური მიზეზების გამო, რომელთა შესახებაც ქვემოთ მოგახსენებთ, ქვეყანაში მიმდინარე ამ გარდაქმნების მიღმა, მხოლოდ ჩვენ, ქართველი მუსლიმები დავრჩით.
საქართველოში ისლამს, როგორც რელიგიას, დაახლოებით 14 საუკუნოვანი ისტორია აქვს. ამ დროის განმავლობაში, ისლამი ჩვენს ქვეყანაში განიცდიდა, როგორც აღზევების, ასევე დაღმავლობის პერიოდებს. ანუ იყო დრო როდესაც სახელმწიფო, სულ მცირე, ხელს არ უშლიდა ისლამის გავრცელებას. უფრო მეტიც თითქმის საუკუნენახევარის განმავლობაში(1632-1745 წ.წ) ქართლს (დროდადრო ქართლ-კახეთის გაერთიანებულ სამეფოსაც) სათავეში ედგნენ მუსლიმი ბაგრატიონები. მაგრამ მოყოლებული 1745 წლიდან, როდესაც მათი მეფობის ხანა დასრულდა, ისლამი (და ზოგჯერ არამარტო ისლამი) და მისი აღმსარებელნი სხვადასხვა ხარისხის მუდმივ შევიწროებასა და დისკრიმინაციას განიცდიდნენ. თანდათანობით და მიზანმიმართულად, ქართველ ხალხში ინერგებოდა მცდარი აზრი იმის შესახებ, რომ ისლამი არის ქართული სახელმწიფოსა და ქართველი ერის მტერი. მავანთ ძალიან უნდოდათ, რომ ამ, ძირშივე მცდარი, უსაფუძვლო და აბსურდული მტკიცებით ხალხში ისლამის, როგორც რელიგიის, გაცნობის სურვილიც კი ჩაეკლათ და თავიანთი მერკანტილური და ისლამის დისკრიმინაციისაკენ მიმართული ზრახვები რეალობად ექციათ. ამ მიზნის განხორციელებაში მათ ისიც უწყობდათ ხელს, რომ ისლამის აღმსარებელი სახელმწიფოები ირანი და ოსმალეთი, თავიანთი პოლიტიკური ზრახვებიდან გამომდინარე, საუკუნეების მანძილზე ცდილობდნენ საქართველოს დაპყრობასა და სრულ ანექსიას (რასაც 21-ე საუკუნისთვის მისაღები ხერხებით, შესაბამისი შესაძლებლობის მქონე ნებისმიერი ქვეყანა დღესაც ცდილობს, განურჩევლად მისი მრწამსისა თუ ფილოსოფიისა). მაგრამ იბადება კითხვა, თუ ჩვენ ირანი და ოსმალეთი გვებრძოდა, რა შუაშია აქ ისლამი? რადგან, ამავე ლოგიკით, თუ გავითვალისწინებთ იმ სისაძაგლეებსა და ბოროტებებს, რასაც ბოლო, თითქმის, ორნახევარი საუკუნეა მართმადიდებელი რუსეთი საქართველოში სჩადის, ჩვენი მტერი სწორედ, მართლმადიდებლობა უნდა იყოს. ეს კი, ამ კონტექსტში, ისეთი აბსურდია, რომლის მსგავსაც ადამიანი ძნელად იპოვის. საქართველოში ისლამისადმი ასეთი უსამართლო და არასახელმწიფოებრივი მიდგომა, რომელიც განპირობებული იყო ცალკეული წრეების ვიწრო მერკანტილური მიზნებითა და მოსაზრებებით, დღემდე გრძელდებოდა. დღეს კი ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიულმა ძვრებმა შესაძლებელი გახადა, რომ ქართველ მუსლიმებსაც თავი იმ ქართული საზოგადოების სრულფასოვან წევრებად გვეგრძნო, რომელის განვითარება და სრულფასოვან დემოკრატიულ ერად ჩამოყალიბება სხვებზე არანაკლებ გვსურს.
გამომდინარე იქიდან, რომ საქართველო არის ე.წ დემოკრატიული ქვეყანა, რომლის მიზანია, ევროპულ ორგანიზაციებსა და სტრუქტურებში ინტეგრირება და რომელიც უკვე ხდება ევროკავშირის ასოცირებული წევრი, ასევე იქიდან, რომ რელიგიური უმცირესობების უფლებები დაცულია საქართველოს კონსტიტუციით და ისევე, როგორც ყველა ცივილიზირებულ ქვეყნის, ასევე საქართვლოს ხელისუფლებასაც სურს ჰყავდეს რაც შეიძლება მეტი მორწმუნე და, შესაბამისად, კანონმორჩილი მოქალაქე (მიუხედავად მათი რელიგიური მრწამსისა), ასევე იმის გათვალისწინებით, რომ, საქართველოს ხელისუფლება დაინტერესებულია ისლამის პროქართულობით, ჩვენი მთავრობის დამოკიდებულება ქართულ, ისლამურ სპექტრთან მიმართებაში ცოტაოდენი  შეიცვალა.
თუმცა ამ ბოლო დროს ქვეყანაში არსებული ანტიისლამური (სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით) და ამასთან ანტისახელმწიფოებრივი სუბიექტები მთელი ძალისხმევით ცდილობენ ყოვლად ზნედაცემული, ცივილიზებული საზოგადოებისთვის აბსოლუტურად, მიუღებელი, სისხლიმსმელი ბოლშევიკების მიერ აპრობირებული მეთოდებით ქართველი მუსლიმების გათიშვასა და საზოგადოებაში შფოთის, ქაოსისა და არეულობის დათესვას, რაც მხოლოდ ერთადერთ მიზანს – წყლის საგულდაგულოდ ამღვრევასა და ასეთ წყალში თევზის დაჭერის გაადვილებას, ანუ მათი მეტად მდაბიო და მერკანტილური მიზნების განხორციელებას – ემსახურება. ყველაფერი ეს, სულ ცოტა, იქითკენ წაგვიყვანს, რომ შეიქმნება XIX საუკუნის ბოლოს აჭარაში განვითარებული მოვლენების განმეორდების საფრთხე, რასაც ძალიან ბევრი ფაქტორი უწყობს ხელს. (არავინ იფიქროს რომ ამის მოსურნე ვიყო, ღმერთმა დამიფაროს, უბრალოდ ამ უაზრო თამაშს, თუ დროზე ბოლო არ მოეღო,  ეს საფრხე ნამდვილად რეალურიდ გახდება)
როგორც მოგეხსენებათ 21-ე საუკუნეში საქართველოში, რომლის მოსახლეობის 10% მუსლიმია(სტატისტიკა ცვალებადია მაგრამ ასე ვთქვათ), არ არსებობს ოფიციალურად რეგისტრირებული ისლამური კონფესია. ამან კი მავანთ შესაძლებლობა მისცა „მუსლიმების გულისტკივილი გაეთავისებინათ“.  ზუსდატ ამ მიზნით, თბილისში ჩამოყალიბდა არასამთავრობო ორგანიზაცია, ე.წ „სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველო“, რომლის სტატუსია ა(ა)იპ (არასამეწარმეო (აარაკომერციული) იურიდიული პირი), ხოლო დამფუძნებელთა და მმართველთა უმრავლესობის მრწამსი და აღმსარებლობა მუსლიმებისთვის ან უცნობია ან კიდევ მიუღებელი.  

ამ ყველაფერში არსებული უამრავი პარადოქსი და უკანონობა:  

პარადოქსი პირველი: ამ ე.წ „სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს“ წესდებაში წერია, რომ მისი იურისდიქცია ვრცელდება საქართველოში მოქმედ ყველა მეჩეთზე, სასულიერო პირებსა და მათ მრევლზე. გასაკვირია არა?! ანუ გასაგებ ენაზე, რომ ვთქვათ, ეს არასამთავრობო აცხადებს, რომ მე მუსლიმებისთვის, ვარ ისეთივერ ორგანიზციაა ვარ, როგორიც საპატრიარქოა მართლმადიდებლებისთვისო. როგორ შეიძლება არასამთავრობო ორგანიზაციის იურისდიქცია, ვრცელდებოდეს საქართველოში მოქმედ ყველა მეჩეთზე? ამ ლოგიკით, ავდგებით მე და პეტრე, დავაარსებთ არსამთავრობოს და ვიტყვით, რომ ჩვენი „ეინჯეოს“ იურისდიქცია  საქართველოში მოქმედ ყველა კონფესიის სამლოცველოზე ვრცელდება – თქო. როგორ ფიქრობთ შევძლებთ (მე და პეტრე) მსგავსი ოგრანიზაციის დაფუძნებას?! პასუხი: – თუკი სახელისუფლებო წრეებში არ მოისურვეს, რა თქმა უნდა, ვერანაირად.  

პარადოქსი მეორე: ორგანიზაციის სტატუსი არის არასამეწერმეო (არაკომეციული) იურიდიული პირი ანუ ე.წ „ეინჯეო“… როგორ შეძლებს ეს ა(ა)იპ-ი მისივე სტატუსის მქონე ისლამურ არასამთავრობოებზე ზემდგომი ორგანო გახდეს. რამდენად მიზანშეწონილია რომელიღაცა ეინჯეო, იყოს მუსლიმებისთვის უზენაესი ორგანო და არასამეწერმეო (არაკომეციულმა) იურიდიულმა პირმა შეითავსოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის (სსპ) ფუნქციები… როგორც ჩემი, მწირი, სამართლებრივი ცოდნა მეუბნება, იურიდიულად ეს შეუძლებელია.. 

პარადოქსი მესამე: როცა სახელმწიფო ამ ა(ა)იპ-ის აღიერებს როგორც კონფესიას და გვეუბნება, რომ მუსლიმებმა ამ არასამთავბოს უნდა დაემორჩილოთო, ბუნებრივია, რომ უნდა დააფინანსოს კდეც. და თუ რამდენად შესაძლებელია ეს, ამაზე მსჯელობა იურისტებისთვის მიმინდვია…

პარადოქსი მეოთხე: იმ ორგანიაზაციის დამფუძნებლებელთა შორის, რომელიც ცდილობს იყოს მუსლიმებისთვის უზენაესი ორგანო, არიან შემდეგი პროფესიის ადამიანები (სახელ გვარებს შეგნებულად არ ვასახელებ): 1) ორგანიზაციის აღმასრულებელი,  ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობა (თუ არ გასულა ადრე იქ იყო და 2010 – წლის ადგილობრივ არჩევნებში კენჭსაც იყრიდა; 2) ისტორიკოსი, (აღმსარებლობით ქრისტიანი, კაცი რომელიც ისლამზე ისეთ რამეებს წერს რაც უბრალოდსირცხვილია).. 3) ქვემოქართლის გუბერნატორის თანაშემწე; 4) პარლამენტარი; 5) გარემოს დამცველი (ე.წ მეტყევე). ეს ის ხალხია, რომელნიც მუსლიმებს არსდროს უნდახავს. არიან ასევე რიგითი მუსლიმი მოქალაქეებიც. (მათ შორის ზოგიერთი ლოთიც)..

ანუ გასაგებ ენაზე, რომ  ვთქვათ, ამ ხალხს არავითარი კავშირი არ აქვთ რელიგიასთან და მითუმეტეს ისლამთან..მოდით ახლა წარმოვიდგინოთ, რომ ამ ხალხმა დააფუძნოს არასამთავრობო და შემდეგ საკუთარი ორგანიზაცია საპატრიარქოდ გამოაცხადოს…სასაცილოა არა?! ზოგისთვის სასაცილოა, მაგრამ მუსლიმებისთვის სატირლად იქცა?

მეხუთე და ყველაზე მთავარი პარადოქსი, რომელმაც სტატიაზე სათაური დამარქმევინა. როგორც კი ცოტა პროტესტი გამოვთქვით, ეგრევე წავიდე ბოლშევიკური მეთოდები და ამჟამად იმამებს, ანუ მუსლიმ სასულიერო პირებს, სხვადასხვა შანტაჟის გზით (მაგ.. დაშინება, უშიშროებაში დაბარება და ა.შ) ძალისმიერი მეთოდებით ხელს აწერინებენ ტექსტზე, რომელიც ითვალისწინებს ამ ორგანიზაციის აღიარებას, რაც როგორც ამ  არნახული ზეწოლის ქვეშ მყოფი იმამებისთვის, ასევა დანარჩენი მუსლიმებისთვის მიუღებელია.

მიზეზი თუ რატომ ვერ იქნება ეს ორგანიზაცია წარმატბული:

1) ორგანიზაციის ეკუმენისტურობა: როგორც ე.წ „სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს“ წესდებიდან ჩანს, იგი აპირებს, გააერთიანოს საქართველოში მცხოვრები სუნიტი და შიიტი მუსლიმები, რისი პრეცენდენტიც, საფრანგეთის გარდა (სადაც მსგავსი წამოწყება დიდი დაპირისპირებით, არეულობითა და კრახით დასრულდა) მსოფლიოს არცერთ ქვეყანას არ გააჩია.

2. ადამიანური ფაქტორი: ე.წ „სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს“, რომელიც ცდილობს იყოს საქართველოში მცხოვრებ მუსლიმთა უზენაესი ორგანო, დამფუძნებელ და გამგეობის წევრთა უმეტესობა არიან პიროვნებები, რომლებიც არ არიან თეოლოგები, არ გააჩნიათ არავითარი კავშირი რელიგიურობასთან, მეჩეთში არასდროს ყოფილან და ისლამურ დღესასწაულებზეც მუსლიმების გვერდით ისინი არავის უნახავს.

 3. საფრთხე: ჩვენი აზრით, ეს ყველაფერი დაგეგმილია, ანტისახელმწიფოებრივი და ანტიისლამური მაფიოზური კლანის მიერ, რომლის წევრებსაც სურთ, რომ ვითომდა მუსლიმებისთვის დახმარების მიზნით, სხვადასხვა ქვეყნებიდან შემომავალი გრანტებით საკუთარი ჯიბეები გაისქელონ. აბა, ასე რომ არ იყოს და მათ ისლამსა და მუსლიმებზე გული შესტკიოდეთ, განა არ შეეცდებოდნენ, მუსლიმების უფლებები დაეცვათ?! მაგრამ დახმარებასა და გვერდში დგომას ვინღა ჩივის, უკვე ავტონომიურ რესპუბლიკაში არსებული სამუფთოს დამოუკიდებლობა გააუქმეს, ამით კი, ნებსით თუ უნებლიედ, ჩვენი კანონიერი უფლებები შებღალეს.

 4. ბოლშევიზმი: ამ ყველაფრის უკან მდგომ ანტისახელმწიფოებრივ და ანტიისლამურ ძალებს სურთ, მუსლიმების ხელთარსებული, ყველა მეჩეთი და სხვა სახის ქონება ამ არასამთავრობო ორგანიზაციის ბალანსზე აიყვანონ, რაც თავის მხრივ ქმნის შემდეგ საფრთხეებს: ა) ორგანიზაციის დაფმუძნებლებიცა და გამგეობის წევრებიც, რომლებიც აბსოლუტურად არაკომპეტენტურნი არიან რელიგიური საკითხებსა და ორგანიზაციების მართვაში, შეეცდებიან ეს ქონება თავიანთი მერკანტილური ინტერესებისთვის გამოიყენონ და მუსლიმების ქონების გასხვისებით თავიანთი ჯიბეები გაისქელონ. ბ) გარდა ამისა, ადვილად შესაძლებელია, ე.წ „სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველო“, ერთი ხელის მოსმით მიზანმიმართულად გაკოტრდეს, მის ბალანზე არსებული ქონება სახელმწიფო საკუთრებაში გადავიდეს და აუქციონის წესით გაიყიდოს. გ) მართალია, საქართველოში მდებარე ყველა მეჩეთი და ის ქონება, რომელიც მუსლიმების საკუთრებაა, სახელმწიფო დაწესებულებების ბალანსზე ირიცხება და დღევანდელი მთავრობის მხრიდან მისი გასხვისების მცდელობა არასდროს ყოფილა, მაგრამ, იმ შემთხვევაში, როცა ეს ყველაფერი გაურკვეველი პირების მიერ დაფუძნებულ არსამთვრობო ორგანიზაციის საკუთრებაში გადავა, ეს ორგანიზაცია გაკოტრდება და მის ბალანზე არსებული ქონება სახელმწიფო საკუთრებაში გადაინაცვლებს, დარწმუნებული არ ვარ, რომ მომავალი ხელისუფლებაც, ახლანდელის მსგავსად მოიქცევა, და ხალხის ქონებას ერთი ხელის მოსმით არ გაასხვისებს.

       P.S დაბოლოს, ხაზგასმით მინდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენი, ქართველი მუსლიმების ერთადერთი სამშობლო საქართველოა. ოდითგანვე, ჩვენ თანამემამულე, მართლმორწმუნე ძმებს, 1632-1745 წლებში მოღვაწე ბაგრატოვანთა საგვარეულოს წარმომადგენელ, ქართლის მუსლიმ მეფეთა ჩათვლით, ქვეყნისთვის არც ძალ-ღონე და არც თვით სიცოცხლეც არ დაუზოგავთ. მაგრამ ამასთან ერთად, ჩვენი კანონიერი და სრულიად ბუნებრივი სურვილია, ისეთ ქვეყანაში, ცხოვრება, სადაც ნებისმიერი რელიგიური აღმსარებლობის ადამიანი თანასწორი მოქალაქეობრივი უფლებებით ისარგებლებლებს და ერთიანი ძალისხმევით შეეცდება ქვეყნის გადაქცევას მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ცივილიზირებულ, პროგრესულ და დემოკრატიულ სახელმწიფოდ.

 ხმა მღაღადებლისა უდაბნოსა შინა!!!!