• დაგვიკავშირდით:

    +995 577 47 65 07

  • მოგვწერეთ:

    gmuslimsunion@gmail.com

  • მისამართი:

    ბათუმი, გორგასალის N1 ბ.N1

ნოვრუზ ბაირამი

საქართველოში მცხოვრები ეთნიკური აზერბაიჯანელები გაზაფხულის ბუნიაობის დღეს, 21 მარტს ახალი წლის შემობრძანებას, ანუ ნოვრუზ ბაირამს აღნიშნავენ.ტრადიცია აზერბაიჯანელთა უძველესი რელიგიიდან – ზოროასტრიზმიდან იღებს სათავეს. ისლამის მოღვაწეთა არაერთმა მცდელობამ დღესასწაულისთვის რელიგიური ელფერი მიეცათ, როგორც ჩანს, შედეგი ვერ გამოიღო. ყოველშემთხვევაში, საქართველოში მცხოვრები ეთნიკური აზერბაიჯანელები ამტკიცებენ, რომ ნავროზობა მათი ეროვნული და არა რელიგიური დღესასწაულია. ამ დღეს იშლება სუფრები, მზადდება ტრადიციული კერძები და სრულდება ისეთი რიტუალები, რომელთა წყალობითაც ახალმა წელმა ოჯახები კეთილდღეობით, ხვავითა და ბარაქით უნდა აავსოს. უფრო მეტს იმის შესახებ, თუ როგორ აღინიშნეს საქართველოში ნოვრუზ ბაირამი, ჯიმშერ რეხვიაშვილის მიერ მომზადებული მასალიდან შეიტყობთ.

თახმაზ გასანოვი ძველ თბილისში, მეიდანთან ცხოვრობს. 60-ს მიტანებული მამაკაცი ამბობს, რომ მისი ოჯახი გაზაფხულის შემობრძანებას, ანუ ნავროზობას კომუნისტების დროსაც აღნიშნავდა.

[თახმაზ გასანოვის ხმა] „ახალი ბაირამია არ, როგორც თქვენთვის 31 დეკემბერს ახალი წელია. თქვენთვის ხომ თოვლია, ჩვენთივს ყველაფერი მწვაენ უნდა იყოს“.

თახმაზ გასანოვს თბილისში მცხოვრები მუსლიმების სამლოცველოსთან, ჯუმა მეჩეთთან ველაპარაკე, თუმცა იმის გამო, რომ ნავროზობა რელიგიური დღესასწაული არ არის, ბოტანიკურის ქუჩაზე, სადაც მეჩეთი მდებარეობს, ხალხმრავლობა არ შეინიშნებოდა. ვითარებაში გასარკვევად მოლას მივმართე.

[მოლა ვაგიფის ხმა] „ნოვრუზ ბაირამი არის ეროვნული დღესასწაული, დაკავშირებულია გაზაფხულზე დღე-ღამის თანაბრობასთან. ეს დღესასწაული ფესებს იღებს 3 ათასი წლის წინანდელი ეპოქიდან, დაკავშირებულია ცეცხლთან, ზროასტრიზმთან. ჩვენ ეს კიდევ არის ისლამის წელთაღრიცხვის, მზის კალენდრის – შამსის მიხედვით წლის პირველი დღე, ანუ ახალი წლის პირველი დღეა“..

მოლა ვაგიფის თქმით, სწორედ ამ ახალ წელს აღნიშნავენ საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელი, თუმცა უკანასკნელი წლების განმავლობაში დამკვიდრებული ტრადიციის თანახმად, ნავროზობის დღესასწაულში საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებიც მონაწილეობენ. წელს მარნეულში, სადაც უპირატესად ეთნიკური აზერბაიჯანელები ცხოვრობენ, პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი ჩავიდა, შარშან კი ქვემო ქართლს პრეზიდენტი სტუმრობდა.

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] „მინად მოგესალმოთ და აღგითქვათ, რომ თქვენი პრეზიდენტი ვიქნები ისევე, როგორც ყველა ქართველი პრეზიდენტი. ვიქნები თქვენი პრეზიდენტი, თქვენი დამცველი და ახლობელი“.

ითვლება რომ ნოვრუზ ბაირამი გაზაფხულის, სიცოცხლის დღესასწაულია.

[ისმის მუსიკის ხმა]

მოლა ვაგიფი განმარტავს, რომ 21 მარტს ყველა აზერბაიჯანელის ოჯახში იშლება სუფრა, ისმის მხიარული მუსიკა, მზადდება სხვადასხვა სახის ნუგბარი და ადამიანები ერთმანეთს ახალი წლის დადგომას ულოცავენ.

[მოლა ვაგიფის ხმა] „გილოცავთ ნოვრუზ ბაირამს და გთავაზობთ ტრადიციულად ფლავს. აღმოსავლური ტკბილეულიდან უნდა იყოს ფაჰლავა, შაქარბურა… ეს ყველაფერი აუცილებლად უნდა გაკეთდეს. ვპატიჟებთ მეგობრებსა და ახლობლებს.“

21 მარტს ნათესავებსა და ახლობლებს თახმაზ გასანავომაც უმასპინძლა. ჩემი რესპონდენტი ამბობს, რომ ნოვრუზ ბაირამის დროს შესაძლოა მდიდრული სუფრა ვერ გაშალოს, მაგრამ ამ დღეს მის ოჯახში აუცილებლად იქნება ჯეჯილი, როგორც სიცოცხლის სიმბოლო.

[თახმაზ გასანოვის ხმა] „ეს არის სამანი, ხორბლის ჯეჯილი. მარცვალს ვყრით სყლით სავსე თეფშში და ველოდებით. 21 დღეში ასეთი ჯეჯილი ანუ სიცოცხლე ამოდის.“წყარო: რადიო თავისუფლება