• დაგვიკავშირდით:

    +995 577 47 65 07

  • მოგვწერეთ:

    gmuslimsunion@gmail.com

  • მისამართი:

    ბათუმი, გორგასალის N1 ბ.N1

„ქართველ მუსლიმთა კავშირი“ ბათუმში უცხოეთის სასულიერო დელეგაციებს მასპინძლობს

„ქართველ მუსლიმთა კავშირი“ დიდი ბრიტანეთის და ამერიკის შეერთებული შტატების სასულიერო დელეგაციებს ბათუმში მასპინძლობს.

დელეგაციის ჩამოსვლის მიზანი საქართველოში მუსლიმთა და ქრისტიანთა ურთიერთობის გაცნობა და ორ მონოთეისტურ რელიგიას შორის მეგობრული თანამშრომლობის გაღვივება და გაღრმავება. ასევე, საქართველოში მოქმედ მუსლიმურ ორგანიზაცეიბთან კავშირების დამყარება და ურთიერთობების გაგრძელება. უცხოელ დელაგაციასთან ერთად ბათუმში სტუმრად იმყოფებიან საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის მთავარეპისკოპოსი მალხაზ სონღულაშვილი, საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ქორეპისკოპოსი ილია ოსეფაშვილი, საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი მერაბ გაფრინდაშვილი. ბათუმელმა მუსლიმებმა ურთიერთობების უფრო გაღრმავების მიზნით სტუმრები თავიანთ ოჯახებში მიიღეს.

„ქართველ მუსლიმთა კავშირი“, დელეგაციასთან ერთად, დღეს აჭარის მთავრობასთან გამართავს შეხვედრას. 14 კაციანი დელეგაცია ბათუმს გუშინ ეწვია.

გაერთიანებული სამეფოს დელეგაცია

  1. მისი უბრწყინვალესობა სტეფან პლატტენი, ვეიკფილდის ეპისკოპოსი. იგი არის ლორდთა პალატის წევრი და უსაფრთხოებისა და თავდაცვის კომისიის წევრი. მას საქართველოსთან მრავალწლიანი მეგობრობა აკავშირებს. პირველად იგი საქართველოში ჩამოვიდა 20 წლის წინ, როგორც კენტერბერიის მთავარეპისკოპოსის წარმომადგენელი. ამ ხნის განმავლობაში ლორდთა პალატაში (ინგლისის პარლამენტი) და ბრიტანულ საზოგადოებაში იგი საქართველოსთან მეგობრობას უწყობს ხელს.
  2. დრ. ჩარლზ ვილიამ რიიდ – საგარეო პოლიტიკის მრჩეველი; ინგლისის ეკლესიის საჯარო საქმეთა განყოფილება.
    დელეგაციის ჩამოსვლის მიზანი: ბრიტანეთის პარლამენტის და ინგლისის ანგლიკანური ეკლესიის დავალებით ხვდებიან საქართველოში ხელისუფებისა და რელიგიათა წარმომადგენლებს მეგობრობისა და თანამშრომლობის შენების მიზნით. თბილიში ისინი შეხვდნენ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს (დავით უსუფაშვილს, გიგა ბოკერიას, პაატა ზაქარეიშვილს, გიგი უგულავას). ბათუმში მოწვეულნი არიან ქართველ მუსლიმთა კავშირის მიერ. სამშაბათ საღამოს შეხვდნენ კავშირის თავმჯდომარეს, ბატონ ზურაბ (ქემალ) ცეცხლაძეს, და კავშირის თავმჯდომარის მოადგილეს, ბატონ ტარიელ ნაკაიძეს. სტუმრები საღამოს ეწვივნენ ორთაჯამეს და და გაეცვნენ ქართველი მუსლიმების ცხოვრებას და ასევე ჯამეს ისტორიას საბჭოთა პერიოდში და დამოუკიდებლობის გამოცხადბის შემდეგ.
    მეგობრობის ნიშნად ქართველ მუსლიმთა კავშირის წევრებმა, ბათუმელმა მუსლიბებმა თავიანთ ბინებში დააბინავეს და გაუმასპინძლდნენ ბრიტანელ და ამერიკელ სტუმრებს.

აშშ დელეგაცია

  1. როი მედლეი (ნიუ–ჯერსი), ჩრდილოეთ ამერიკის ეკლსიათა საბჭოს პრეზიდენტი. ეკლესიათა საბჭო აერთიანებს ყველა ეკლესიას შეერთებულ შტატებში. ამავდროულად იგი არის ამერიკის ბაპტისტური ეკლესიის გენერალური მდივანი, აშშ. რამოდენიმე წლის წინ იგი გაეცნო საქართველოში მუსლიმთა და ქრისტიანთა მეგობრობის ტრადიციას, რამაც ის შთააგონა შეერთებულ შტატებში დაეწყო აქტიური მოღვაწეობა მუსლიმთა და ქრისტიანთა შორის ურთიერთობის გასაღრმავებლად.
  2. ვირჯინია ჰოლმსტრომი (პენსილვანია), ამერიკელ ბაპტისტ ქალთა ნაციონალური საზოგადოების აღმასრულებელი დირექტორი.
  3. ნენსი ადკინსი (დასავლეთ ვირჯინია), ქალთა საზოგადოების ხელმძღვანელი
  4. ბარბარა ანდერსონი (მასაჩუსეტსი), ქალთა საზოგადოების ხელმძღვანელი
  5. ლაურა აუსტინი (კონექტიკუტი), ქალთა საზოგადოების ხელმძღვანელი
  6. ელიზაბეტ ქონგდონი (ვაშინგტონი), ქალთა საზოგადოების ხელმძღვანელი
  7. კარენ კონოვერი (ვაშინგტონი), ქალთა საზოგადოების ხელმძღვანელი
  8. ლორნა ჰანსენი (მაინე), ქალთა საზოგადოების ხელმძღვანელი
  9. კაროლ მაკვეტი (ილინოისი), პასტორი
  10. მარსია სტრიიტ (აიოვა), ქალთა საზოგადოების ხელმძღვანელი
  11. კაროლ სატტონი (ვაშინგტონი), ქალთა საზოგადოების ხელმძღვანელი
  12. ჯუნ ტოტტენი (კალიფორნია), ქრისტიანული საზოგადოებისა და სარწმუნოებათაშორისი ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე, აშშ ამერიკელ ბაპტისტთა ეკლესიები