• დაგვიკავშირდით:

    +995 577 47 65 07

  • მოგვწერეთ:

    gmuslimsunion@gmail.com

  • მისამართი:

    ბათუმი, გორგასალის N1 ბ.N1

,,ვეფხისტყაოსნის’’ დევნის შესახებ

 ,,ვეფხისტყაოსნის’’ დევნის შესახებ საყურადღებო ცნობებს გვაწვდის ამ პოემის პირველი მეცნიერი, გამომცემელი ვახტანგ VІ (1675 – 1737წწ.) ვახტანგის მოწმობით, ეკლესიის კლერიკალური წრეები ,,ვეფხისტყაოსანს’’ თვლიდნენ უზენაესობის მქადაგებელ თხზულებად. სწავლული მეფე შეეცადადაეცვა  ,,ვეფხისტყაოსანი’’ ,,ავადმჩხრეკელთგან’’, ამისათვის მან პოემა განმარტა ალეგორიულ – მისტიკური თვალსაზრისით, გამოაცხადა იგი ღვთაებრივი სიყვარულის გამომხატველ ნაწარმოებად.

არქიეპისკოპოსი ტიმოთე გაბაშვილი ვახტანგს არ მოერიდა და უდიერად დაგმო მისი განმარტებანი, ხოლო რუსთაველს უწოდა ,,მთქმელი ლექსთა ბოროტთა, რომელმან ასწავლა ქართველთა სიწმინდისა წილ ბილწება და გარყვნა ქრისტიანობა’’. ХVІІІ საუკუნის მეორე ნახევარში უცდიათ ვახტანგისეული ,,ვეფხისტყაოსნის’’ ლიტერატურული ხელყოფა, რაც კათალიკოს ანტონპირველს მიეწერება. იგი იყო ეკლესიური კლერიკალური საზოგადოების იდეური ხელმძღვანელი, რომელმაც უარყოფითად შეაფასა რუსთაველის ღვაწლი.

დიდმა რუსთაველმა მადლიანი პოეტური სიტყვით უბადლოდ ასახა ქართველი ხალხის სულიერი სამყარო, ზეშთაგონებული, ღვთისნიერი ჭეშმარიტი სიყვარულით , დღევანდელობაშიც ჩვენც, ამ პატარა ერს, კულტურული კაცობრიობა რუსთაველის ,,ვეფხისტყაოსნით’’ გვიცნობს. რუსთაველის საკაცობრიობო მნიშვნელობა ისაა, რომ ავტორმა რელიგიურ – მისტიკურ აზროვნებას, სულიერ გრძნობებს, თავისუფლებას, რელიგიურ შემწყნარებლობას, ადამიანურ ცხოვრებას, ზნე ფაქიზ სიყვარულს ჯერ კიდევ პრეისტორიულ ხანაში უგალობა. ,,ვეფხისტყაოსნი’’  თითქმის ყველა ენაზეა თარგმნილი. ,,რუსთაველის წიგნი შედის მსოფლიო დიდების პანთეონში’’, – ამბობს ნ. ტიხონოვი.
,,პატარა არ ეთქმის ერს, რომელმაც შვა რუსთაველის რანგის პოეტი. ქართველი ხალხი დიდი ერია, ხოლო რუსთაველი – ყველა დროისა და ხალხის უდიდესი პოეტია’’, – ამბობს გუსტავ კირკი, გერმანელი მეცნიერი.
ფრიდონ აბაშიძე