• დაგვიკავშირდით:

    +995 577 47 65 07

  • მოგვწერეთ:

    gmuslimsunion@gmail.com

  • მისამართი:

    ბათუმი, გორგასალის N1 ბ.N1

ალგეთის იმამ ალის მეჩეთი

ალგეთის იმამ ალის მეჩეთი ქვემო ქართლში, მარნეულის მუნიციპალიტეტის ალგეთის თემში ზღვის დონიდან 300 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს. დასახლებაში აბსოლიტური უმრავლესობა ეთნიკური აზერბაიჯანელი ცხოვრობს და მოსახლეობის რაოდენობა 4 ათას 200 კაცზე მეტია.

    ალგეთის იმამ ალის მეჩეთის შენობა ძველია, თუმცა, აშენების ზუსტი თარიღი უცნობია.

     საბჭოთა პერიოდში  მასში კლუბი და ბიბლიოთეკა იყო განთავსებული. დღეისათვის შენობა სრულიად განახლებული და გადაკეთებულია. თავდაპირველი სახე შეცვლილია მინაშენებით.

   მეჩეთს კვადრატის ფორმა აქვს. სამხრეთ აღმოსავლეთის მხრიდან  მიშენებული აქვს შეისრულთაღებიანი ტერასა, რომელიც ამავე დროს საზეიმო შესასვლელიცაა. შენობა დაახლოებით 80 სანტმეტრის ფუნდამენტზე დგას, ამიტომაც ტერასაზე მოსახვედრად რამდენიმესაფეხურიანი კიბის ავლაა საჭირო.

ტერასიდან ჰოლში შესასვლელია, რომლის ერთი მხარე ბიბლიოთეკას უკავია., ჰოლიდან კი სამლოცველო დარბაზში შესასვლელია.

     სამლოცველო დარბაზი ორ დონიანია. აღმოსავლეთის მხრიდან მას ლითონის სვეტებზე მდგარი შიდა აივანი გასდევს, რომელიც ქალების სამლოცველოდ გამოიყენება.   

   სხვა მეჩეთებისაგან განსხვავებით იმამ ალის მეჩეთს შესასვლელი სამხრეთ აღმოსავლეთის მხრიდან აქვს. ამიტომაც კერამიკული ფილებით უხვად მოპირკეთებული მიჰრაბი დარბაზის მარცხენა კუთხეშია მოწყობილი, მისგან მარჯვნივ კი ხუთსაფეხურიანი ხის მიმბარი დგას.

  შენობა არაა ორიენტირებული ქააბას მიმართულებით, ამიტომაც  იქმნება შთაბეჭდილება, რომ შენობა თავდაპირბელად მეჩეთის დანიშნულებით არაა აშენებული.

      შენობის უკან აგურით მოპირკეთებული მინარეთი დგას. მისი სიმაღლე 10 მეტრამდეა.  მეჩეთი გარედან მდიდრულადაა მოპირკეთებული ტუფის ქვით.

აქვს საკმაოდ ვრცელი ეზო, რომელიც ბეტონის ღობითაა შემოკავებული.

Visual Portfolio, Posts & Image Gallery for WordPress

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *