• დაგვიკავშირდით:

    +995 577 47 65 07

  • მოგვწერეთ:

    gmuslimsunion@gmail.com

  • მისამართი:

    ბათუმი, გორგასალის N1 ბ.N1

აზიზქენდის ჰასანეინის მეჩეთი

აზიზქენდის ჰასანეინის მეჩეთი აღმოსავლეთ საქართველოში, მარნეულის მუნიციპალიტეტის ალგეთის თემში, ზღვის დონიდან 330 მეტრის სიმაღლეზე. ქალაქ მარნეულიდან 12 კილომეტრში მდებარეობს.

      სოფლის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ეთნიკური აზერბაიჯანელია და  1500 კაცს აჭარბებს. მეჩეთი 2011 წელს ადგილობრივი წარმოშობის  რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენის  მიერ გაღებული ფინანსური საშუალებებით იქნა აგებული.

   ჰასანეინის მეჩეთი კვადრატული ფორმის შენობაა.    შენობის სახურავი საკმაოდ დიდი გუმბათითაა დაბოლოებული.  დგას შემაღლებულ ცოკოლზე. შესასვლელი ჩრდილოეთის მხრიდანაა, რომლის ცენტრალურ ნაწილში რამდენიმე საფეხურიანი კიბე და პატარაა ტერასაა.

   შესასვლელიდან მარცხენა მხარეს იმამის ოთახია. დანარჩენი სივრცე კი სამლოცველო დარბაზს უკავია. მეჩეთის სამლოცველო დარბაზის ფართობი 100 კვდრატამდეა და იგი საკმაოდ მაღალია, ჭერის სიმაღლეს დაახლოებით 5 მეტრია, ჭერში მოწყობილია საკმაოდ დიდი ზომის  სფერული გუმბათი, რომელსაც ირგვლივ პატარა სარკმლები ამშვენებს.

    სამხრეთის კედელში ჩასმულია ოვალური სადა მიჰრაბი, 

      ჩრდილოეთის მხრიდან მოწყობილია შიდა აივანი, რომელზეც მოხვეული კიბით შეიძლება მოხვედრა და  ქალთა სამლოცველოდ გამოიყენება. მეჩეთის ფასადი ბათქაშით და საღებავითაა დაფარული.     აქვს შემოღობილი საკუთარი ეზო და დამხმარე მომცრო ნაგებობა, რომელიც სამეურნეო მიზნით გამოიყენება.

Visual Portfolio, Posts & Image Gallery for WordPress

hasaneyin (5)

hasaneyin (4)

hasaneyin (3)

hasaneyin (2)

hasaneyin (1)