• დაგვიკავშირდით:

    +995 577 47 65 07

  • მოგვწერეთ:

    gmuslimsunion@gmail.com

  • მისამართი:

    ბათუმი, გორგასალის N1 ბ.N1

ბირკიანის ახალი მეჩეთი

მეჩეთი მდებარეობს კახეთის რეგიონში. ახმეტის მუნიციპალიტეტში, პანკის ხეობის სოფელ ბირკიანში. სოფლის მოსახლეობის უდიდესი ნაწილს ქისტები შეადგენენ.

მეჩეთი სოფლის მცხოვრების ისიდორ ბორჩაშვილის შემოწირულობით აშენდა 2017 წელს. მანამდე მის ადგილას მხოლოდ მცირე მოცულობის სამლოცველო ოთახი იყო მოწყობილი. აღნიშნული სამლოცველო სივრცე 2011 წლიდან მოქმედებდა და წინამძღვარი მაშინაც და ამჟამადაც ომარ ფარეულიძეა.

ბირკიანის ახალი მეჩეთი ერთსართულიან მომცრო მართკუთხა შენობას წარმოადგენს. მისი სიგრძე დაახლოებით 13 მეტრა, სიგანე კი 8 მეტრამდეა.

შესასვლელში ჰოლია მოწყობილი, რომლის ერთ მხარეს განბანვის რტუალისთვის საჭირო წყლის შადრევნებია განთავსებული.  ჰოლიდან მთავარ სამლოცველო სივრცეში მოხვედრაა შესაძლებელი.

სამლოცველო სივრცე საკმაოდ ვრცელია, 80 კვარდარატულ მეტრამდე. იგი დაახლოებით 12 კაცამდე იტევს.

სამლოცველო დარბაზში მიმბარი და კედელში შეღრმავებული მიჰრაბია, რომელზედაც გარე მხრიდან მინარეთია დადგმული. დარბაზშივეა განთავსებული ლითონის ბოძი, რომელსაც სახურავის კოჭების დამჭერის ფუნქცია აკისრია.   მეჩეთის ჭერის სიმაღლე სამ მეტრს შეადგენს.

Visual Portfolio, Posts & Image Gallery for WordPress

birkianis axali meccheti (5)

birkianis axali meccheti (4)

birkianis axali meccheti (3)

birkianis axali meccheti (1)