• დაგვიკავშირდით:

    +995 577 47 65 07

  • მოგვწერეთ:

    gmuslimsunion@gmail.com

  • მისამართი:

    ბათუმი, გორგასალის N1 ბ.N1

ცეცხლაურის მეჩეთი

ცეცხლაურის მეჩეთი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქობულეთის მუნიციპალიტეტში ზღვის დონიდან 13 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. ცეცხლაურის დასახლება ადმინისტრაციულად დაბა ოჩხამურის შემადგენლობაში შედის და ქალაქ ქობულეთიდან 14 კილომეტრითაა დაშორებული.

     მეჩეთი ერთსართულიან მომცრო ნაგებობას წარმოადგენს. ნაგებია ბეტონის ბლოკებით და დგას დაბალ საძირკველზე. კედლები დაფარულია ბათქაშით, დასავლეთის მხარე კი უხვი ნალექებიდან დაცვის მიზნით ლითონის ფორფიტებით. ლითონის ფირფიტებია გამოყენებული სახურავისთვისაც. მეჩეთი სოფლის მცხოვრებთა მიერ შემოწირული თანხებით 2020 წელსაა აგებული.

      შესასვლელი ჩრდილოეთის მხრიდანაა. შესასვლელში მცირე ჰოლია რომლის ერთ კუთხეშიც აბდესხანაა მოწყობილი. ჰოლიდან პირდაპირ სამლოცველო დარბაზში მოხვედრაა შესაძლებელი. დარბაზის ფართობი 51 კვადრატული, ჭერის სიმაღლე კი თითქმის სამი მეტრია. ჭერში მოწყობილია მცირე გუმბათი. სამხრეთის კედლის ცენტრში სადა მიჰრაბია ჩასმული, მისგან მარჯვნივ კი ექვსსაფეხურიანი ხის მიმბარი.    ცეცხლაურის მეჩეთს საკმაოდ მოზრდილი, ბეტონის ღობით შემოკავებული ეზო გააჩნია, არ აქვს დამხმარე ნაგებობები და  მინარეთი.

Visual Portfolio, Posts & Image Gallery for WordPress

cecxlauri (10)

cecxlauri (9)

cecxlauri (8)

cecxlauri (7)

cecxlauri (6)

cecxlauri (5)

cecxlauri (4)

cecxlauri (3)

cecxlauri (2)

cecxlauri (1)