ჩანტლისყურეს ახალი მეჩეთი
ჩანტლისყურის ახალი მეჩეთი ყვარლის მუნიციპალიტეტის ახალსოფლის თემში მდებარეობს ზღვის დონიდან 480 მეტრ სიმაღლეზე ქალაქ ყვარლიდან 18 კილომეტრში.
სოფელში დაახლოებით 400 ადამიანამდე ცხოვრობს და მათ უმრავლესობას ჩრდილოკავკასიიდან გადმოსახლებული ავარები შეადგენენ.
ჩანტლისყურის მეჩეთი კომუნისტურ პერიოდში მაღაზიისთვის აგებულ შენობაშია განთავსებული. გასული საუკუნის 90-იან წლებში უფუნქციოდ დარჩენილი მაღაზიის შენობა ადგილობრივმა მრევლემა შეაკეთა და შიგ სამლოცველო მოაწყო.
შენობა მარკუთხედის ფორმისაა. დგას მომაღლო ფუნდამენტზე. შუაში მცირე ზომის ტერასაა, საიდანაც მეჩეთში შესვლა შეიძლება.
სამლოცველო დარბაზი მომცრო ზომისაა და დაახლოებით 60 მლოცველს იტევს დარბაზის ერთი მხარე ფარდითაა გადატიხრული და იქ ქალების სამლოცველო სივრცეა მოწყობილი. მეჩეთში არ არის მიჰრაბი და მიმბარი.