• Call us now:

    +995 598 01 01 01

  • Drop us line:

    info@islam.ge

  • Visit Our Office:

    ბათუმი, გორგასალის N1

ჩანტლისყურეს ძველი მეჩეთი

  ჩანთლისყურის ძველი მეჩეთი  ყვარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის თემში მდებარეობს ზღვის დონიდან 480 მეტრ სიმაღლეზე  ქალაქ ყვარლიდან 18 კილომეტრში.

   სოფელში დაახლოებით 400 ადამიანამდე  ცხოვრობს და მათ უმრავლესობას ჩრდილოკავკასიიდან გადმოსახლებული  ავარები შეადგენენ.

    ადგილობრივთა  თქმით ჩანთლისყურის მეჩეთი გასულ საუკუნეში 1957 წელსაა აგებული.

    მეჩეთი მომცრო, მართკუთხა ფორმის ნაგებობას წარმოადგენს. იგი ადგილობრივი რიყის ქვითაა ნაგები. მისი სიგრძე 7 სიგანე კი 6 მეტრია. ჭერის სიმაღლე დაახლოებით ორი მეტრია. მეჩეთს შესასვლელში აქვს ტერასა  და ხის იატაკი. ბოლო წლებამდე მას ქალების სამლოცველოდ იყენებდნენ.  სამლოცველო დარბაზში, სამხრეთით არის ღიობი, სადაც მიჰრაბია მოწყობილი. ჩანთლისყურის ძველი მეჩეთი დღეისათვის მიტოვებულია და  აღდგენას საჭიროებს.

Visual Portfolio, Posts & Image Gallery for WordPress

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *