• დაგვიკავშირდით:

    +995 577 47 65 07

  • მოგვწერეთ:

    gmuslimsunion@gmail.com

  • მისამართი:

    ბათუმი, გორგასალის N1 ბ.N1

ჩაქვისთავის მეჩეთები

ჩაქვისთავის მეჩეთი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქობულეთის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 315 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. 2014 წლის მოსახლოების საყოველთაო აღწერის მიხედვით სოფელ ჩაქვისთავში 60 ადამიანი ცხოვრობს.

     ჩაქვისთავის მეჩეთი მომცრო, გეგმით მარკუთხა ნაგებობას წარმოადგენს. ნაგებია ბეტონის ბლოკებით და დგას შემაღლებულ საძირკველზე. კედლები დაფარულია ბათქაშით. აქვს ორფერდა სახურავი. სახურავისთვის გამოყენებულია ლითონის ფირფიტები.

    მეჩეთის შესასვლელი ჩრდილოეთის მხრიდანაა, სადაც ცენტრში რამდენიმე საფეხურიანი ბეტონის კიბეა ჩამოსხმული. კიბის ბოლოს მომცრო, გადახურული ტერასაა მოწყობილი.

     სამლოცველო დარბაზი 16 კვადრატული მეტრია. იგი მეტად სადადაა გაფორმებული. სამხრეთის კედლის ცენტრში მოწყობილია შეისრულთაღოვანი მიჰრაბი, რომელიც ხის ჩარჩოთია შემოსაზღვრული. მისგან მარჯვნივ კი რამდენიმე საფეხურიანი ხისავე მიმბარი დგას.

     ჩაქვისთავის ახალი მეჩეთის გვერდით შემორჩენილია ძველი მეჩეთის საძირკველი,   რომელსაც ჩრდილოეთ მხარეს  ქვის რამდენიმესაფეხურიანი კიბე აქვს მიშენებული.  იგი რიყის და ნაშალი ქვითაა თავის დროზე აგებული.

    ძველი მეჩეთი მე-19 საუკუნეში ყოფილა აგებული. კომუნისტურ პერიოდში მასში ხან სკოლა, ხანაც კი ბიბლიოთეკა იყო განთავსებული. გასული საუკუნის 80-იან წლებში ძველი მეჩეთი დიდთოვლობას ემსხვერპლა. მისი დეტალები, სვეტები, მოჩუქურთმებული კარები და თაღები დღემდეა შენახული ადგილობრივ მცხოვრებლებთან.

Visual Portfolio, Posts & Image Gallery for WordPress

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *