• დაგვიკავშირდით:

    +995 577 47 65 07

  • მოგვწერეთ:

    gmuslimsunion@gmail.com

  • მისამართი:

    ბათუმი, გორგასალის N1 ბ.N1

დაშთაფას იმამ ჰუსეინის მეჩეთი

დაშთაფას იმამ ჰუსეინის მეჩეთი ქვემო ქართლის მხარის მარნეულის მუნიციპალიტეტის ყულარის თემში მდებარეობს. ზღვის დონიდან 310 მეტრის სიმაღლეზე. ქალაქ მარნეულიდან 12 კილომეტრში.

 მეჩეთი 2005 წელს ადგილობრივი წარმოშობის უცხოეთში მოღვაწე ბიზნესმენის შემოწირული ფინანსური სახსრებით აუგიათ.

  დაშთაფას იმამ ჰუსეინის  მეჩეთი კვდრატული გეგმის ერთსართულიანი ნაგებობაა. დგას დაბალ, მიჭაში ჩასმულ საძირკველზე. ნაგებია თლილი ქვით და დაფარულია ბათქაშით. სახურავისთვის გამოყენებულია თუნუქის ფურცლები. სახურავის ცენტრში აქვს საკმაოდ მოზრდილი ოვალური გუმბათი.

     შენობას ყველა მხარეს, გარდა დასავლეთისა კედლებში ორ ორი თაღოვანი სარკმელი აქვს. მეჩეთის შესასვლელი აღმოსავლეთის მხარეს, შენობის ცენტრშია და იქ  დახურული  აივანია  მოწყობილი.  აივნის სახურავი ბეტონის ორ სვეტს ეყრდნობა.

    სამლოცველო დარბაზი  საკმაოდ ვრცელია და ერთიან,  სივრცეს წარმოადგენს. მისი ფართობი 123 კვადრატულ მეტრამდეა. დარბაზს საკმაოდ მაღალი ჭერი აქვს. მისი სიმაღლე 3 მეტრსა და 70 სანტიმეტრს აჭარბებს. ცენტრში  ლითონის ორი სვეტია, რომლებსაც სახურავის განივი კოჭები ეყრდნობა. სამხრეთის კედელში ჩასმულია თაღოვანი მიჰრაბი, არ აქვს მიმბარი.    მეჩეთს ვრცელი, ბეტონის ღობით შემოკავებული  ეზო გააჩნია. ეზოში სამეურნეო დამხმარე ნაგებობები დგას, არ აქვს მინარეთი. მათ შორის ნახევრად ღია გალერეაც, რომელიც სადღესასწაულო დღეებში შესაკრებად გამოიყენება.

Visual Portfolio, Posts & Image Gallery for WordPress

dashtepes dzveli (6)

dashtepes dzveli (5)

dashtepes dzveli (4)

dashtepes dzveli (3)

dashtepes dzveli (2)

dashtepes dzveli (1)