• დაგვიკავშირდით:

    +995 577 47 65 07

  • მოგვწერეთ:

    gmuslimsunion@gmail.com

  • მისამართი:

    ბათუმი, გორგასალის N1 ბ.N1

დერცელის მეჩეთი

დერცელის მეჩეთი სამცხე-ჯავახეთის მხარის ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ დერცელში, ზღვის დონიდან 1580 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს, დაბა ადიგენიდან 17 კილომეტრში.

    2014 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მიხედვით სოფელში 250 ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს.

      დერცელის მეჩეთი 1993 წელსაა აგებული. თავდაპირველად იგი ხის ორსართულიანი ნაგებობა იყო, მოგვიანებით კი ჩრდილოეთის მხრიდან მიაშენეს ორსართულიანი კაპიტალური ნაგებობა. რის გამოც მეჩეთმა საბოლოოდ გრძელი მართკუთხედის მოხაზულობა მიიღო.

    ჩრდილოეთის მხარეს მეჩეთის  მინაშენში აბდესხანა, სასწავლო და იმამის ოთახებია განთავსებული. აქედანვეა მეჩეთში შესასვლელიც, რომელიც ხის ნაგებობას წარმოადგენს. სამლოცველო დარბაზის ზომა 70 კვადრატულ მეტრამდეა. დარბაზში არის შიდა აივანიც, რომელიც სამი მხრიდან (გარდა სამხრეთისა) აკრავს სამლოცველო სივრცეს.      ცენტრში მოთავსებულია საკმაოდ მოზრდილი  სფერული გუმბათი. აივნების საყრდენი სვეტები და მოაჯირები უხვადაა დეკორირებული. სამხრეთის კედელში ჩასმულია ხის მოჩუქურთმებული მიჰრაბი. მარჯვენა კუთხეს კი ასევე უხვად მოჩუქურთმებული მიმბარი დგას. სამლოცველო დარბაზის კედლები მოხატულია მცენარეული და გეომეტრიული მოტივებით.

Visual Portfolio, Posts & Image Gallery for WordPress

derceli (1)

derceli (21)

derceli (20)

derceli (19)

derceli (18)

derceli (17)

derceli (16)

derceli (15)

derceli (14)

derceli (13)

derceli (12)

derceli (11)

derceli (10)

derceli (9)

derceli (8)

derceli (7)

derceli (6)

derceli (5)

derceli (4)

derceli (3)

derceli (2)