• დაგვიკავშირდით:

    +995 577 47 65 07

  • მოგვწერეთ:

    gmuslimsunion@gmail.com

  • მისამართი:

    ბათუმი, გორგასალის N1 ბ.N1

დერცელის მთის მეჩეთი

დერცელის მთის მეჩეთი სამცხე-ჯავახეთში ადიგენის მუნიციპალიტეტის ალპურ ზონაში მდებარეობს. იქ სადაც სოფელ დერცელის მოსახლეობა ზაფხულობით სეზონურ მესაქონლეობას მისდევს.

       მეჩეთი მართკუთხა, ერთსართულიანი ხის ნაგებობაა და დგას ფერდობზე. მშენებლობისთვის გამოყენებულია ადგილობრივი ფიჭვი. შენობის საძირკვლად გამოყენებულია ხის მსხვილი გადანაჭრები.

     ჩრდილოეთის მხრიდან შესასვლელია. შესასვლელში მომცრო ტერასაა, საიდანაც პირდაპირ სალოცავ სივრცეში მოხვედრა შეიძლება.

მეჩეთი ზომით ძალიან პატარაა. მისი მთლიანი ფართობი დაახლოებით 20 კვადრატულ მეტრამდეა. სალოცავი დარბაზი მოკლებულია ყოველგვარ დეკორს. აქვს ერთი სარკმელი. სამხრეთის კედელზე კი დეკორატიული თაღია, რომელიც მიჰრაბის როლს ასრულებს. შენობა ნალექის ზემოქმედებისაგან დასაცავად დახურულია თუნუქის ფურცლებით. თუნუქითვეა დაფარული კედლებიც.

Visual Portfolio, Posts & Image Gallery for WordPress

sweclis mta (7)

sweclis mta (6)

sweclis mta (5)

sweclis mta (4)

sweclis mta (3)

sweclis mta (2)

sweclis mta (1)