• Call us now:

    +995 598 01 01 01

  • Drop us line:

    info@islam.ge

  • Visit Our Office:

    ბათუმი, გორგასალის N1

დუისის ახალი მეჩეთი

დუისი დიდი მეჩეთი

მდებარეობს ახმეტის მუნიციპალიტეტის, სოფელ დუისის ცენტრში, ახმეტიდან 17 კილომეტრში.

სოფელი დუისი პანკისის ხეობაში შემავალი სოფელია. ზღვის დონიდან 640 მეტრზე. 2014 წლის აღწერით სოფელში 2354 კაცი ცხოვრობს. მცოხვრებლები სუნიტური ისლამის მიმდევრები არიან.

 დუისის დიდი მეჩეთია 2002 წელს აშენდა და მშენებლობის ხარჯების უდიდესი ნაწილი ადგილობრივი მოსახლეობის შემოწირულობებით შეგროვდა.

მეჩეთის შენობა საკმაოდ დიდია. მისი ზომები საძირკველში 23 მეტრი  16 მეტრზეა.  შენობას სამი მხრიდან აქვს შესასვლელი ორ ფრთიანი კარები.  პირველ სართულზე ცალკეა გამოყოფილი ფარდით გატიხრული ქალთა სამლოცველო.

საერთო სამლოცველო დარბაზის ზომებია 15,17 მეტრი 21,91 მეტრზე. დარბაზში მოწყობილია კვადრატული მიჰრაბი, რომელზეც მინარეთია დაშენებული, მიჰრაბში არსებული კარით ერთდროულად მიანრეთზე ასვლა და შენობიდან გასვლა შეიძლება.

მეჩეთის ეზოში  დამხმარე ნაგებობები დგას, რომლებშიც  გოგონებისა და ვაჟებისათვის განკუთვნილი მედრესე და ბიბლიოთეკაა განთავსებული. აქვეა საპირფარეშოები, სათავსო, აბდესხანა. შესაკრებელი ოთახი წინამძღვრებისთვის. მეჩეთის ტერიტორია მაღალი გალავნით არის შემოსაზღვრული.

Visual Portfolio, Posts & Image Gallery for WordPress

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *