• დაგვიკავშირდით:

    +995 577 47 65 07

  • მოგვწერეთ:

    gmuslimsunion@gmail.com

  • მისამართი:

    ბათუმი, გორგასალის N1 ბ.N1

დუისის ძველი მეჩეთი

დუისის ძველი მეჩეთი კახეთის რეგიონის ახმეტის მუნიციპალიტეტში, პანკისის ხეობის სოფელ დუისში მდებარეობს.

იგი პანკისის ხეობის მეჩეთებს შორის ყველაზე ძველია და 117 წლის წინ 1902 წელსაა აგებული. მისი მშენებლობის მოთავეები ადგილობრივი მცხოვრებლები არიან.  უხუცესებში შემორცენილი გადმოცემების თანახმად, მეჩეთის მშენებლობაზე ქვა მოსახლეობას ურმებით მოჰქონდათ და და მშენებლობაზეც თავად მუშაობდნენ.

დუისის ძველი მეჩეთის შენობა პანკისის ხეობის სხვა მეჩეთებს ჰგავს არქიტეტქტურულად. მას წაგრძელებული მართკუთხედის ფორმა აქვს და ორსართულიანია.  სიგრძე 20, სიგანე კი 7 მეტრია. შენობა გარედან აგურითაა მოპირკეთებული.

დუისის ძველი მეჩეთის შენობა მთლიანად უჭირავს სამლოცველო დარბაზს, რომლის ფართი ას კვადრატულ მეტრამდეა.  დარბაზში მოწყობილია მიმბარი და მიჰრაბი.

მეჩეთის ეზოში განთავსებული განბანვისათვის საჭირო შადრევანი და წყლის ჭა. განცალკევებით დგას ზიქრის სახლი.

მეჩეთს აქვს აგურით მოპირკეთებული მინარეთი.

Visual Portfolio, Posts & Image Gallery for WordPress

duisis dzveli mecheti (14)

duisis dzveli mecheti (13)

duisis dzveli mecheti (12)

duisis dzveli mecheti (11)

duisis dzveli mecheti (10)

duisis dzveli mecheti (9)

duisis dzveli mecheti (8)

duisis dzveli mecheti (7)

duisis dzveli mecheti (6)

duisis dzveli mecheti (5)

duisis dzveli mecheti (4)

duisis dzveli mecheti (3)

duisis dzveli mecheti (2)

duisis dzveli mecheti (1)