• დაგვიკავშირდით:

    +995 577 47 65 07

  • მოგვწერეთ:

    gmuslimsunion@gmail.com

  • მისამართი:

    ბათუმი, გორგასალის N1 ბ.N1

ნაკაიძეების მეჩეთი

ნაკაიძეების მეჩეთი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქობულეთის მუნიციპალიტეტის ხუცუბნის თემში, ზღვის დონიდან 20 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. სოფელში სულ 700 მდე ადამიანი ცხოვრობს.

   ნაკაიძეების მეჩეთი თავდაპირველად კოლმეურნეობის დამხმარე ნაგებობაში 1997 წელს გაიხსნა. კომუნისტურ პერიოდში ეს შენობა შხამქიმიკატების საწყობად გამოიყენებოდა. მოგვიანებით კი იგი გადააკეთეს და სართულიც დაამატეს.

   მეჩეთის შენობა გეგმით კვადრატულია. დგას დაბალ საძირკველზე და ნაგებია ბეტონის ბლოკებით. სახურავისთვის გამოყენებულია ლითონის ფურცლები. შესასვლელი ჩრდილოეთის მხრიდანაა. შესასვლელიდან პირდაპირ  სამლოცველო დარბაზში ვხვდებით, რომლის ფართი 100 კვადრატული მეტრია.

    სამხრეთის კედელში  მოწყობილია ბეტონის ოვალური  მიჰრაბი მის მარჯვნივ ხის მიმბარი დგას.  დარბაზში მოწყობილია ხის რიკულებით სემოსაზღვრული შიდა აივანი, რომელიც სამხრეთის გარდა ყველა კედელს  გაყვება. აივანი დარბაზის ცენტრში მდებარე ორ სვეტს ეყრდნობა,  რომელიც სახურავის საყრდენადაც

ჭერის შუაში მოწყობილია ბეტონის მომცრო ზომის სფერული გუმბათი, რომელიც უხვადაა მოხატული. ჭერის სიმაღლე გუმბათის ჩათვლით 6 მეტრი და 70 სანტიმეტრია. სამლოცველო დარბაზის შიდა აივნის ჭერის სიმაღლე ორ მეტრს შეადგენს და პირველი სართულიდან ასასვლელად მასზე ხის კიბე მიდგმული. შენობა უხვად ნათდება ფანჯრებით და რამდენიმე სარკმლით, რომლიებიც  ყველა მხარესაა მოწყობილი.

    მეჩეთს გააჩნია ლითონის ბადით შემოკავებული ეზო, ეზოში დგას ორსართულიანი ნაგებობა, რომელსაც სამეურნეო დანიშნულებით იყენებენ, არ აქვს მინარეთი.

Visual Portfolio, Posts & Image Gallery for WordPress

gelauri 13

gelauri (12)

gelauri (11)

gelauri (10)

gelauri (9)

gelauri (8)

gelauri (7)

gelauri (6)

gelauri (5)

gelauri (4)

gelauri (3)

gelauri (2)

gelauri (1)