• დაგვიკავშირდით:

    +995 577 47 65 07

  • მოგვწერეთ:

    gmuslimsunion@gmail.com

  • მისამართი:

    ბათუმი, გორგასალის N1 ბ.N1

გვარას მეჩეთი

გვარას მეჩეთი მდებარეობს ქობულეთი-ოზურგეთის დამაკავშირებელი გზის პირას, კომუნისტური დროის ჯერ ჩაის მიმღები პუნქტისა და შემდგომ სამეურნეო მაღაზიის ყოფილ შენობაში. იგი 1991 წელს მორწმუნეთა საინიციატივო ჯგუფმა ყოველგვარი ნებართვით გახსნა და შენობა დღეისათვის სახელმწიფოს ბალანსზე იმყოფება.

მეჩეთის შენობა მაღალ ცოკოლზე დგას და ერთსართულიანია. წინა მხარეს მთელ სიგრძეზე გასდევს გრძელი აივანი (სიგრძე 13 მეტრი), რომელიც შენობის სახურავშია მოქცეული. აივნიდან ვრცელ ჰოლში ხვდებით რომლის ერთ მხარეს 6 ონკანიანი აბდესხანეა მოწყობილი.

აქედან სამლოცველო დარბაზში შეიძლება მოხვედრა, რომელიც საკმაოდ ვრცელია (დაახლოებით 70 კვადრატი). დარბაზში დგას ორი აზბეზტის სვეტი, რომელსაც შენობის სახურავის კოჭები.

რადგანაც შენობა თავდაპირველად სამეურნეო დანიშნულებისთვის აშენდა, იგი სრულად არ არის ადაპტირებული საკულტო საჭიროებებსათვის. ეს ყიბლის მდებარეობასაც ეტყობა, რომელიც სამლოცველო დარბაზის მარჯვენა კუთხეში მდებარეობს. იქვეა ხის მიმბარიც.

მთლიანობაში გვარას მეჩეთის შენობა დაახლოებით 80 კვადრატს შეადგენს. მისი ჭერის სიმაღლე 2 მეტრი და 73 სანტიმეტრია. შენობას გააჩნია შემოღობილი მცირე ზომის წინა ეზოც.

Visual Portfolio, Posts & Image Gallery for WordPress

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *