• დაგვიკავშირდით:

    +995 577 47 65 07

  • მოგვწერეთ:

    gmuslimsunion@gmail.com

  • მისამართი:

    ბათუმი, გორგასალის N1 ბ.N1

ჯოყოლოს ახალი მეჩეთი

ჯოყოლოს მეჩეთი კახეთის რეგიონის ახმეტის მუნიციპალიტეტში, პანკისის ხეობის სოფელ ჯოყოლოში მდებარეობს. იგი სოფლის მოსახლეობის მიერ გაღებული შემოწირულობებით აშენდა. სოფელში 300 მდე კომლი ცხოვრობს და უმრავლესობა ქისტია.

მეჩეთის შენობა ორსართულიანი და მას გრძელი მართკუდხედის ფორმა აქვს. სიგრძე 25 მეტრია, სიგანე კი 8 მეტრი.

შენობის შესასვლელში განსაბანი შადრევნები და ჰოლია მოწყობილი, საიდანაც სამლოცველო დარბაზში მოხვედრაა შესაძლებელი. ჰოლოდან მეორე სართულზე ასასვლელი კიბე მიემართება სადაც ქალთა სამლოცველო და საწავლო ოთახი მდებარეობს.

სამლოცველო დარბაზი საკმაოდ ვრცელია. მისი ფართობი დაახლოებით ასი კვადრატული მეტრია. მეჩეთს გააჩნია დამხმარე ნაგებობა, რომელშიც სანიტარული კვანძებია განთავსებული. ამ დროისათვის ჯოყოლოს ახალი მეჩეთი  საქართველოს ეკონომიკის ბალანსზე ირიცხება.

Visual Portfolio, Posts & Image Gallery for WordPress

joyolos axali mecheti (8)

joyolos axali mecheti (7)

joyolos axali mecheti (6)

joyolos axali mecheti (5)

joyolos axali mecheti (4)

joyolos axali mecheti (3)

joyolos axali mecheti (2)

joyolos axali mecheti (1)