ჯოყოლოს ძველი მეჩეთი
ჯოყოლოს ძველი მეჩეთი კახეთის რეგიონის ახმეტის მუნიციპალიტეტში, პანკისის ხეობის სოფელ ჯოყოლოში მდებარეობს.
იგი იმ იშვიათ საკულტო ნაგებობებს მიეკუთვნება რომლებიც კომუნისტური ეპოქის ძლევამოსილების წლებში 1961-1963 წლებში აიგო. მეჩეთი ამ ადგილას მანამდეც მდგარა, მაგრამ დღეს მისგან აქ არაფერია დარჩენილი. სანამ მეჩეთი აშენდებოდა მორწმუნე მრვლი სალოცავად დუისის მეჩეთში დადიოდა.
ჯოყოლოს ძველი მეჩეთი კვადრატული ფორმის ნაგებობაა. მისი სიგრძენ და სიგან თანაბარი და 15 მეტრს შეადგენს. შენობა რიყის ქვებით აუგია ადგილობრივ მოსახლეობას.
შენობა ორსართულიანია. შესასვლელში მცირე ჰოლის ორივე მხარეს სხვადასხვა დანიშნულების ოთახებია – ზიქრის, ზიარეთისა და სასწავლო. ჰოლიდან სამლოცველო დარბაზში მოხვედრაა შესაძლებელია, რომლის ფართიც დაახლოებით 50 კვადრატული მეტრია. სამლოცველო დარბაზში დაბალი მოაჯირით შემოზღუდული მიმბარია მოწყობილია. აქვე კედელში ჩაღმრმავებულ სივრცეში მიჰრაბია განთავსებული.
მეჩეთს სახურავში გუმბათიც გააჩნია, რომელიც რამდენიმე წლის წინ ჩატარებული რეკონსტრუქციის დროს დაადგეს.
ჯოყოლოს მეჩეთის წინამძღვრები:
თუშიშვილი სარდალ 1965-1990
კუშანაშვილი ზვიად 1990-1998
მუზიკაშვილი სერიოჟ სულეიმან 1998-დან დღემდე