• დაგვიკავშირდით:

    +995 577 47 65 07

  • მოგვწერეთ:

    gmuslimsunion@gmail.com

  • მისამართი:

    ბათუმი, გორგასალის N1 ბ.N1

ქეშალოს მეჩეთი

ქეშალოს მეჩეთი ქვემო ქართლის მხარის მარნეულის მუნიციპალიტეტში, ქაფანახჩის თემში, ზღვის დონიდან 320 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს და  ქალაქ მარნეულიდან  35 კილომეტრითაა დაშორებული. მეჩეთი საკმაოდ ძველია და ადგილობრივთა გადმოცემით 1906 წელსაა აგებული

    ქეშალოს მეჩეთი გეგმით მართკუთხა, ერთსართულიანი ნაგებობაა. მისი სიგრძე 17, სიგანე კი 11 მეტრია. დგას მიწაში ჩასმულ საძირკველზე. ნაგებია ბეტონის ბლოკებით. სახურავისთვის გამოყენებულია თუნუქის ფურცლები. სახურავის ცენტრალურ ნაწილში აქვს დიდი სფეროსებრი გუმბათი. გუმბათი 1996 წელს აუშენებიათ ადგილობრივებს.

    ჩრდილოეთის მხრიდან ფასადს მთელ სიგრძეზე გასდევს ოვალური თაღები, რომლებიც ღია გალერეას ქმნიან. სწორედ აქედან არის სამლოცველო დარბაზში შესასვლელიც.

    დარბაზი საკმაოდ ვრცელია და მის ფართობი 168კვადრატული მეტრია. სამხრეთ ი კედლის ცენტრში ჩასმულია ოვალური მიჰრაბი, რომლის მარჯვნივ ხის მიმბარი დგას. მეჩეთს საკმაოდ მაღალი ჭერი აქვს. მისი სიმაღლე 6  მეტრია. გუმბათის სიღრმესთან ერთად კი 11 მეტრზე მეტი.     გუმბათი საკმაოდ დიდია  და ოთხი სარკმელი აქვს. იგი დარბაზის ცენტრშია მოთავსებული. სამლოცველო დარბაზს ჩრდილოეთის მხრიდან აქვს შიდა აივანი, რომელიც ქალების სამლოცველო სივრცედ გამოიყენება.

Visual Portfolio, Posts & Image Gallery for WordPress

qeshalo (11)

qeshalo (10)

qeshalo (9)

qeshalo (8)

qeshalo (7)

qeshalo (6)

qeshalo (5)

qeshalo (4)

qeshalo (3)

qeshalo (2)

qeshalo (1)