• დაგვიკავშირდით:

    +995 577 47 65 07

  • მოგვწერეთ:

    gmuslimsunion@gmail.com

  • მისამართი:

    ბათუმი, გორგასალის N1 ბ.N1

კეხოვანის მეჩეთი

კეხოვანის მეჩეთი სამცხე-ჯავახეთის მხარის ადიგიენის მუნიციპალიტეტში, ჭეჭლას თემში ზღვის დონიდან 1600 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. სოფელ კეხოვანში 2014 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მიხედვით 143 კაცი ცხოვრობს.

    კეხოვანის მეჩეთი გეგმით ოდნავ წაგრძელებული კვადრატის ფორმისაა.  დგას ქვის შემაღლებულ ფერდობზე, ამიტომ პირველი სართული ნახევრად მიწაშია ჩაფლული. პირველ სართულს სამეურნეო დანიშნულება აქვს. საძირკველი ქვისაა, პირველი და მეორე სართული კი ხის. სახურავისთვის გამოყენებულია თუნუქის ფურცლები.

    სახურავის ცენტრში აქვს თუნუქის ფურცლებით მოწყობილი მოზრდილი გუმბათი. თუნუქის ფურცლებია შემოკრული კედლებზეც. შენობის ნალექის ზემოქმედებისაგან დასაცავად.

       კეხოვანის მეჩეთი 2007 წელს ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ გელაურადან გადმოიტანეს აქ. შენობა თავდაპირველად როგორც ჭადრაკის სახლი ისე აიგო, შემდეგ კი მეჩეთად გადააკეთეს.  იმის გამო, რომ გელაურაში კაპიტალური მეჩეთი ააგეს ეს შენობა უფუნქციოდ იყო დარჩენილი რაც მისი აქ გადმოტანის მიზეზი გახდა.

     მეჩეთს შესასვლელი დასავლეთის მხრიდან აქვს სადაც მცირე დახურული ტერასაა მოწყობილი. სამლოცველო დარბაზი ერთიან სივრცეს წარმოადგენს და მისი ფართობი დაახლოებით 72 კვადრატული მეტრია. სამლოცველო დარბაზში არის ფარდაც, რომელიც საჭიროების დროს ქალთა სალოცავი სივრცის გასატიხრავად გამოიყენება.

     ჭერში მოწყობილია საკმაოდ დიდი ზომის ოვალური გუმბათი. სამხრეთის კედელში ჩასმულია მოჩუქურთმებული მიჰრაბი მისგან მარჯვნივ კი   ხის  მიმბარია.

Visual Portfolio, Posts & Image Gallery for WordPress

kexovani (12)

kexovani (11)

kexovani (10)

kexovani (9)

kexovani (8)

kexovani (7)

kexovani (6)

kexovani (5)

kexovani (4)

kexovani (3)

kexovani (2)

kexovani (1)