• დაგვიკავშირდით:

    +995 577 47 65 07

  • მოგვწერეთ:

    gmuslimsunion@gmail.com

  • მისამართი:

    ბათუმი, გორგასალის N1 ბ.N1

კიროვკას იმამ ალის მეჩეთი

კიროვკას მეჩეთი ქვემო ქართლში, მარნეულის მუნიციპალიტეტის დამია-გიაურარხის თემში, ზღვის დონიდან 410 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს.

   კიროვკას იმამ ალის მეჩეთი 2006 წელსაა აგებული. ნაგებობა წაგრძელებული მართკუთხედის ფორმისაა და დგას დაბალ საძირკველზე. ნაგებია ბეტონის ბლოკით და ფასადი ბათქაშითაა დაფარული.

რესტავრაციის დროს მარჯვენა მხარეს მიაშენეს საკმაოდ მოზრდილი ნაგებობა, რომელიც დღეისათვის ადმინისტრაციული და სასწავლო დანიშნულებით გამოიყენება.

     შენობა  დახურულია თუნუქით და აქვს სფეროსებური საკმაოდ მოზრდილი გუმბათი. კიროვკის მეჩეთს საკმაოდ ვრცელი სამლოცველო დარბაზი აქვს. მისი სიგრძე თითქმის ათი, სიგანე კი 9 მეტრამდეა. კიროვკის მეჩეთს აქვს მავთულის ბადით შემოსაზღვრული პატარა ეზო და  არ აქვს მინარეთი

   დარბაზში შესასვლელი დასავლეთის მხრიდანაა. დარბაზამდე კი ჰოლია, რომლის მარჯვნივ სამეურნეო და ადმინისტრაციული ოთახებია განლაგებული.   სამხრეთის კედელში ჩასმულია თაღოვანი სადა მიჰრაბი. მისგან მარცხვნივ კი ხის უბრალო მიმბარი. ჭერის სიმაღლე სამ მეტრნახევარია. ჭერის ცენტრში მოთავსებულია საკმაოდ დიდი ნახევარსფერული გუმბათი.

Visual Portfolio, Posts & Image Gallery for WordPress

kirovka (13)

kirovka (12)

kirovka (11)

kirovka (10)

kirovka (9)

kirovka (8)

kirovka (7)

kirovka (6)

kirovka (5)

kirovka (4)

kirovka (3)

kirovka (2)

kirovka (1)