• Call us now:

    +995 598 01 01 01

  • Drop us line:

    info@islam.ge

  • Visit Our Office:

    ბათუმი, გორგასალის N1

ლამბალოს ახალი მეჩეთი

    ლამბალოს ახალი მეჩეთი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის  იორმუღანლოს თემში, ზღვის დონიდან 450 მეტრზე მდებარეობს. სოფლის მოსახლეობის აბსოლიტური უმრავლესობა ეთნიკური აზერბაიჯანელია და  დაახლოებით სამი ათას ადამიანს შეადგენს.

    მეჩეთი ფერდობზე მდებარეობს, აქვს საკმაოდ ვრცელი შემოსაზღვრული ტერიტორია. იგი 2002 წელს ადგილობრივი მრევლის მიერ გაღებული სახსრებით აიგო.

     მეჩეთი ერთსართულიანი  მართკუთხა ფორმის შენობაა,  დგას შემაღლებულ ფუნდამენტზე და შესასვლელში ღია ვერანდა აქვს. ვერანდის მარჯვნივ კარია, რომლითაც მინარეთზე ასვლა შეიძლება.  მინარეთი მომცრო ზომისაა და რკინაბეტონის კონსტრუქციითაა  ნაგები, მისი  სიმაღლე დაახლოებით რვა მეტრია.

   მეჩეთის სახურავისთვის თუნუქია გამოყენებული.  სახურავში თუნუქითვეა მოწყობილი მოზრდილი გუმბათი

   ვერანდის  შუაში მოთავსებული ორფრთიანი კარით  სამლოცველო დარბაზში მოხვედრა შეიძლება. სამლოცველო დარბაზის ფართობი დაახლოებით 70 კვადრატული მეტრია. სამხრეთის მხარეს კედელში ჩასმულია მრგვალთაღიანი სადა  მიჰრაბი, მისგან მარჯვნივ კი რამდენიმესაფეხურიანი ხის მიმბარი დგას.

      დარბაზის ჭერის შუაგულში გუმბათია მოთავსებული, ჭერის სიმაღლე გუმბათის ჩათვლით  6 მეტრს აჭარბებს.

Visual Portfolio, Posts & Image Gallery for WordPress

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *