• დაგვიკავშირდით:

    +995 577 47 65 07

  • მოგვწერეთ:

    gmuslimsunion@gmail.com

  • მისამართი:

    ბათუმი, გორგასალის N1 ბ.N1

მარნეულის იმამ ჰუსეინის ახალი მეჩეთი

მარნეულის იმამ ჰუსეინის მეჩეთი ქვემო ქართლის მხარეში, ქალაქ მარნეულში, შოთა რუსთაველის ქუჩაზე მდებარეობს, ზღვის დონიდან დაახლოებით 400 მეტრის სიმაღლეზე.

    იმამ ჰუსეინის მეჩეთი ორსართულიანი ნაგებობაა. ნაშენია ბეტონის ბლოკებით და გარედან მოპირკეთებულია დეკორატიული აგურითა და ფერადი კერამიკული ფილებით.

      მეჩეთს რეკონსტრუქციის დროს გაკეთებული მინაშენის გამო უსწორმასწორო კვადრატის ფორმა აქვს. ფასადის მხარეს მაღალი შეისრული სარკმლები გასდევს, რომლებიც საზეიმო იერს აძლევს.

      სამლოცველო დარბაზი მეჩეთის მეორე სართულზე მდებარეობს. მასში მოხვედრა ჩრდილოეთის მხრიდან არსებული კიბეებით შეიძლება, რომლებიც მარჯვენა და მარცხენა მხრიდანაა მიდგმული და ცენტრში მცირე ბაქანს ქმნის. შესასვლელს თავზე შეისრული და დეკორატიული ფილებით უხვად მორთული თაღია.

    მეჩეთის პირველი სართულის საკმაოდ ვრცელი ფართი სხვადასხვა ღონისძიებებისათვის გამოიყენება. აქვე არის სამზარეულოც და სამეურნეო სათავსოები.

    მეორე სართულზე კი სამლოცველო დარბაზია. სამლოცველო დარბაზი საკმაოდ ვრცელია. უხვადაა განათებული სარკმლებიდან შემოსული შუქით. სამხრეთის კედლის მარჯვენა კუთხეში დგას შეისრულთაღიანი მიჰრაბი. იგი დეკორატიული ფერადი ფილებითაა მოპირკეთებული. მისგან მარცხვნივ კი დგას მიმბარი.     მარნეულის იმა ჰუსეინის მეჩეთს სახურავზე ადგას საკმაოდ დიდი გუმბათი, რომელიც მომინანქრებული ფილებითაა დაფარული. მეჩეთს არ აქვს მინარეთი. აქვს შემოსაზვრული.

Visual Portfolio, Posts & Image Gallery for WordPress

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *