• დაგვიკავშირდით:

    +995 577 47 65 07

  • მოგვწერეთ:

    gmuslimsunion@gmail.com

  • მისამართი:

    ბათუმი, გორგასალის N1 ბ.N1

მარნეულის იმამ ჰუსეინის ძველი მეჩეთი

მარნეულის იმამ ჰუსეინის სახელობის ძველი მეჩეთი ქვემო ქართლის მხარეში, ქალაქ მარნეულში, შოთა რუსთაველის ქუჩაზე მდებარეობს. ზღვის დონიდან დაახლოებით 400 მეტრის სიმაღლეზე.

     მეჩეთის აგების ზუსტი თარიღი უცნობია. ადგილობრივთა გადმოცემით, იგი 1900 -იანი წლბეის შემდეგ უნდა იყოს აგებული. უფრო ზუსტი ცნობა კი თარიღთან დაკავშირებით არ არსებობს.

      იმა ჰუსეინის სახელობის მეჩეთის ნაგებობა ფორმით მარკუთხაა და ნაგებია რიყისა და ნატეხი ქვისაგან. შენობა მიწაში ჩამჯდარ საძირკველზე დგას და კედლის სისქე 60 სანტიმეტრამდეა. ამჟამად თუნუქითაა დახურული და სახურავის ცენტრში სადა გუმბათია მოწყობილი.

    მეჩეთს შესასვლელი ჩრდილოეთის მხრიდან აქვს.თავდაპირველად ჰოლია განთავსებული. ჰოლიდან მარცხნივ არის მცირე ზომის სამლოცველო სივრცე, რომლის ფართობი დაახლოებით 45 კვადრატული მეტრია.      სამლოცველოს სამხრეთი კედლის კუთხეში გასასვლელი კარია, რომელიც მომცრო ოთახს უკავშირდება. ეს სივრცე სასწავლო ოთახად გამოიყენება. სასწავლო ოთახია მოწყობილი, ჰოლის გვერდითაც. დღეისათვის მეჩეთი მხოლოდ მედრესეს დანიშნულება ასრულებს და სამლოცველოდ აღარ გამოიყენება.

Visual Portfolio, Posts & Image Gallery for WordPress

imam huseinis dzveli (4)

imam huseinis dzveli (3)

imam huseinis dzveli (2)

imam huseinis dzveli (1)