• დაგვიკავშირდით:

    +995 577 47 65 07

  • მოგვწერეთ:

    gmuslimsunion@gmail.com

  • მისამართი:

    ბათუმი, გორგასალის N1 ბ.N1

მირაშხანის მეჩეთი

მირაშხანის მეჩეთი სამცხე-ჯავახეთის მხარის ასპინძის მუნიციპალიტეტის ნაქალაქევის თემში ზღვის დონიდან 1300 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. 2014 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის თანახმად სოფელ მირაშხანში 312 კაცი ცხოვრობს.

     მირაშხანის მეჩეთი 2008 წელს  ადიგილობრივი მრევლის შემოწირული სახსრებით აიგო. დგას ხელოვნურად მოსწორებულ ფერდობზე. მშენებლობისათვის გამოყენებულია ბეტონის ბლოკი.

      ფასადი შელესილია ბათქაშით და დაფარულია საღებავით. დგას დაბალ საძირკველზე და გეგმით ერთსართულიანი,კვადრატთან მიახლოებული ნაგებობაა. სახურავისთვის გამოყენებულია თუნუქის ფურცლები. მირაშხანის მეჩეთს არ აქვს მინარეთი.

      მეჩეთს შესასვლელი ჩრდილოეთის მხარეს, მარჯვნივ აქვს, სადაც მცირე ტერასაა მოწყობილი. შესასვლელში მომცრო ჰოლი და გარდერობია. ჰოლის გვერდით კორიდორია სადა ექვსონკანიანი აბდესხანაა მოწყობილი.     კორიდორიდან სამლოცველო დარბაზში შეიძლება მოხვედრა. დარბაზი  საკმაოდ ვრცელია და მისი ფართობი 86 კვადრატული მეტრია. სამხრეთ კედლის ცენტრში თაღოვანი მიჰრაბია, მისგან მარჯვნივ კი ცხრასაფეხურიანი მიმბარი.

Visual Portfolio, Posts & Image Gallery for WordPress

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *