• დაგვიკავშირდით:

    +995 577 47 65 07

  • მოგვწერეთ:

    gmuslimsunion@gmail.com

  • მისამართი:

    ბათუმი, გორგასალის N1 ბ.N1

მოხეს ისტორიული მეჩეთი

მოხეს ისტორიული მეჩეთი სამცხე-ჯავახეთის მხარის ადიგენის მუნიციპალიტეტში ზღვის დონიდან 1450 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. დაბა ადიგენიდან 13 კილომეტრში.

     2014 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მიხედვით სოფელ მოხეში 254 კაცი ცხოვრობს. მათი ნაწილი გასული საუკუნის 60-იან წლებში მაღალმთიანი აჭარიდან გადასახლებულ ეკომიგრანტებს წარმოადგენენ.

    მოხეს ისტორიული მეჩეთი 1940 წელსაა აგებული შუა აზიაში გასახლებული მესხების მიერ. ჩვენამდე მან დაზიანებული სახით მოაღწია.

    საბჭოთა პერიოდში მეჩეთი ხან ბიბლიოთეკად, ხანაც სასოფლო კლუბად გამოიყენებიდა.  მეჩეთი გეგმით კვადრატის  ფორმისაა.  ნაგებია კარგად დამუშავებული და გათლილი ტუფის ქვით დაგას შემაღლებულ საძიკველზე, რომელზეც შემოვლებული აქვს  ქვის დეკორატიული არშია.

    ყველა კედელზე აქვს თაღოვანი სარკმელები. დასავლეთის მხრიდან მეჩეთს მიშენებული ჰქონდა მინარეთიც. მისგან დღეისათვის მხოლოდ ბაზისია დარჩენილი რომლიის შიგნით  ასევე შემორჩენილია ქვით ნაკეთები კიბე. სანახევროდ შემორჩენილია მიჰრაბიც, რომელიც მაღალი ოსტატობითაა დამუშავებული. სამწუხაროდ კომუნისტურ პერიოდში მიჰრაბის ადგილას კარი გაჭრეს, მისი ნახევარი დააზიანეს და ქვები გადაყარეს. მეჩეთის შენობას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული.