• დაგვიკავშირდით:

    +995 577 47 65 07

  • მოგვწერეთ:

    gmuslimsunion@gmail.com

  • მისამართი:

    ბათუმი, გორგასალის N1 ბ.N1

მუღანლოს მეჩეთი

მუღანლის მეჩეთი საგარეჯოს მუნიციპალიტეტში სოფელ მუღანლში ზღვის დონიდან 460 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს.. სოფელი ეთნიკური აზერბაიჯანლებითაა დასახლებული და მოსახლეობა დაახლოებით 2 200 კაცია. მეჩეთი მართკუთხა ფორმისაა. ნაგებია ადგილობრივი რიყის ქვით. აქვს დაბალი ფუნდამენტი. შესასვლელი ჩრდილოეთიs მხარესაა . აქვს  სვეტებიანი მომცრო ვერანდა, საიდანაც სამლოცველო დარბაზში მოხვედრა შეიძლება. მუღანლის მეჩეთის სამლოცველო დარბაზი  სადადაა მოწყობილი. შეღებილია თეთრად და აქვს დაბალი ჭერი, მთელ სიგრძეზე ლითონის კოჭი გასდევს, რომელსაც ლითონისავე ორი სვეტი ეყრდნობა.

სამლოცველო დარბაზის  ფართობი დაახლოებით 120 კვადრატული მეტრია. სამხრეთის კედელში ჩასმულია მრგვალთაღიანი სადა  მიჰრაბი, მისგან მარჯვნივ კი ხის პატარა მიმბარია.  მეჩეთს დასავლეთის მხრიდან აქვს აგურით ნაგები მრგვალი  მინარეთი, რომლის სიმაღლე 9 მეტრამდეა.

Visual Portfolio, Posts & Image Gallery for WordPress

muganlis mecheti (6)

muganlis mecheti (5)

muganlis mecheti (4)

muganlis mecheti (3)

muganlis mecheti (2)

muganlis mecheti (1)