• Call us now:

    +995 598 01 01 01

  • Drop us line:

    info@islam.ge

  • Visit Our Office:

    ბათუმი, გორგასალის N1

ნაბის მეჩეთი ლაგოდეხში

ნაბის მეჩეთი ქალაქ ლაგოდეხში, ზღვის დონიდან 450 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს. მისი მშენებლობა 2015 წელს მრევლის შემოწირულობით დაიწყო და 2017 წელს დასრულდა.

ნაბის მეჩეთის შენობა ერთსართულიან, დაბალ ცოკოლზე მდგომ, მართკუთხა ნაგებობას წარმოადგენს. მარჯვენა მხარეს გრძელი გალერეა აქვს მიშენებული, რომელიც მოსასვენებელ და შესაკრებელ სივრცედ არის გამოყენებული. შენობა აგურითაა ნაგები. შესასვლელი ფასადის შუაშია, საიდანაც სამლოცველო დარბაზში მოხვედრა შეიძლება. დარბაზი საკმაოდ  ვრცელია და მისი ფართობი დაახლოებით ასი კვადრატული მეტრია.

   შენობას სამი მხრიდან აქვს ფანჯრები, საიდანაც უხვად ნათდება ინტერიერი.  მეჩეთში არ არის არც მიმბარი და არც მიჰრაბი. მშენებლობის პროცესშია აბდესხანა და სველი წერტილები. ნაბის მეჩეთს შენობის უკანა მხარეს საკმაოდ დიდი მიწის ნაკვეთიც გააჩნია, წინა მხარეს კი  პატარა კოხტა ეზო.

Visual Portfolio, Posts & Image Gallery for WordPress

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *