• დაგვიკავშირდით:

    +995 577 47 65 07

  • მოგვწერეთ:

    gmuslimsunion@gmail.com

  • მისამართი:

    ბათუმი, გორგასალის N1 ბ.N1

ნამნიაურის მეჩეთი

ნამინაურის მეჩეთი სამცხე-ჯავახეთის მხარის ადიგენის მუნიციპალიტეტის მოხეს თემში ზღვის დონიდან 1600 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. 2014 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მიხედვით სოფელში 130-მდე ადამიანი ცხოვრობს.

ნამინაურის მეჩეთი 2013-2016 წლებში აშენდა ადგილობრივი მრევლის მიერ გაღებული ფინანსური სახსრებითა და მუსლიმთა სამმართველოს დახმარებით.

      შენობა გეგმით კვადრატის ფორმისაა, დგას ბეტონის საძირკველზე და ნაგებია ბეტონისავე ბლოკებით. სახურავისთვის გამოყენებულია თუნუქის ფურცლები. სახურავის ცენტრში მოწყობილია მოზრდილი გუმბათი.      აქვს ხის მესერით შემოსაზრვრული საკუთარი მიწის ნაკვეთი და  არ გააჩნია მინარეთი.

    მეჩეთს აღმოსავლეთის  მხრიდან მიშენებული აქვს ერთსართულიანი ვიწრო ნაგებობა, რომელიც მთელ სიგრძეზე გასდევს.  შესასვლელში გარდერობი და აბდესხანაა მოწყობილი, საიდანაც მთავარ სამლოცველომდე კიდევ ერთი ჰოლი და მეორე სართულზე ასასვლელი კიბეა განთავსებული.

  მეჩეთის სამლოცველო დარბაზი 60 კვადრატულ მეტრზე მეტია. მოწყობილია  შიდა აივანი, რომელიც სამხრეთის კედლის გარდა, ყველა კედელს გასდევს სიგრძეზე.    სამხრეთის კედლის შუაში შეისრული სადა მიჰრაბია მოწყობილი. მისგან მარჯვნივ კი ხის მიმბარი. დარბაზის ჭერის შუაში მრგვალი გუმბათია. მეჩეთი მოკლებულია ზედმეტ პომპეზურობას და სადაა.

Visual Portfolio, Posts & Image Gallery for WordPress

namniauri (18)

namniauri (17)

namniauri (16)

namniauri (15)

namniauri (14)

namniauri (13)

namniauri (12)

namniauri (11)

namniauri (10)

namniauri (9)

namniauri (8)

namniauri (7)

namniauri (6)

namniauri (5)

namniauri (4)

namniauri (3)

namniauri (2)

namniauri (1)