• დაგვიკავშირდით:

    +995 577 47 65 07

  • მოგვწერეთ:

    gmuslimsunion@gmail.com

  • მისამართი:

    ბათუმი, გორგასალის N1 ბ.N1

ნიალას მეჩეთი

     ნიალას მეჩეთი სამცხე-ჯავახეთის მხარის ასპინძის მუნიციპალიტეტში ზღვის დონიდან 1500 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. სოფელი ვარძიის სიახლოვესაა და 1944 წლის შემდეგ, როცა აქედან მესხები შუა აზიაში გააასახლეს იქ მხოლოდ რამდენიმე ოჯახი ცხოვრობს. დღეისათვის ფაქტიურად ნასოფლარად ითვლება.

       ნიალას მეჩეთი ერთსართულიან, გეგმით მარკუთხა ნაგებობას წარმოადგენს. დგას დაბალ საძირკველზე და ნაგებია ადგილობრივი ქვით. პერანგი დაფარულია კარგად გათლილი ქვით.

  მეჩეთი ადგილობრივი მუსლიმი მესხების მიერ მეცხრამეტე საუკუნის ბოლოსაა აგებული. მუსლიმი მესხების გადასახლების შემდეგ კომუნისტებს ის საწყობად გადაუკეთებიათ და ადგილზე მაცხოვრებლები დღემდე საქონლის სადგომად და საწყობად  იყენებენ.

      შენობის სიგრძე დაახლოებით ათი, სიგანე კი შვიდი მეტრია. შესასვლელი ჩრდილოეთის მხრიდან აქვს და თაღოვანია. თაღოვანია სარკმელებიც, რომელიც მეჩეთს ოთხივე მხარეს აქვს. სამხრეთ კედელში შემორჩენილია ქვის მიჰრაბი, რომელიც უხვად არის რელიფიური კვეთილობით შემკული.      თავის დროზე მეჩეთი შიგნით მობათქაშებული და თეთრად შეღებილი ყოფილა. ზოგიერთ ადგილას შემორჩენილია მოხატულობის კვალიც.

Visual Portfolio, Posts & Image Gallery for WordPress

niala (20)

niala (19)

niala (18)

niala (17)

niala (16)

niala (15)

niala (14)

niala (13)

niala (12)

niala (11)

niala (10)

niala (9)

niala (8)

niala (7)

niala (6)

niala (5)

niala (4)

niala (3)

niala (2)

niala (1)