• დაგვიკავშირდით:

    +995 577 47 65 07

  • მოგვწერეთ:

    gmuslimsunion@gmail.com

  • მისამართი:

    ბათუმი, გორგასალის N1 ბ.N1

ოჩხამურის მეჩეთი

ოჩხამურის მეჩეთი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქობულეთის მუნიციაპლიტეტის დაბა ოჩხამურში, ზღვის დონიდან 12 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. 2014 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის თანახმად დაბაში 5 ათას 300 ზე მეტი კაცი ცხოვრობს.

    ოჩხამურის მეჩეთი გასული საუკუნის 50 -იან წლებში აგებულ საბჭოთა საწყობის შენობაში ფუნქციონირებს, რომელიც სალოცავად 1994 წლიდან გამოიყენება, 2007 წლიდან კი მისი რესტავრაცია და გადაკეთება მიმდინარეობს.

    გეგმით მეჩეთი მართკუთხა ერთსართულიანი ნაგებობაა. ნაგებია ტუფის ქვით. დგას დაბალ საძირკველზე. სახურავისთვის გამოყენებულია თუნუქის ფურცლები. სახურავის ცენტრში კი მილისებური გუმბათი ადგას, რომელიც მინარეთის ფუნქციასაც ითვისებს.

   შესასვლელი დასავლეთის მხრიდანაა. შესასვლელში ჰოლი და გარდერობია განთავსებული, საიდანაც სამლოცველო დარბაზში მოხვედრაა შესაძლებელი . მისი ფართობი 130 კვადრატული მეტრია. ჭერის სიმაღლე კი 3,74 სამტიმეტრია.

     სამხრეთ და აღმოსავლეთის მხარის კედლების კვეთაში მიჰრაბს ნიშაა, მისგან მარჯვნივ კი ხის რამდენიმე საფეხურიანი მიმბარი.დარბაზის ცენტრში ლითონის ოთხი ბოძი დგას, რომლებსაც სახურავის კოჭები ეყრდნობა.

    მეჩეთის გვერდით შენდება დამხმარე ნაგებობა, რომელშიც სამომვლოდ მედრესის გახსნაა დაგეგმილი. შენობა საკმაოდ ძველია და საჭიროებს რიგ გამაგრებით და სარესტავრაციო სამუშაოებს.