• დაგვიკავშირდით:

    +995 577 47 65 07

  • მოგვწერეთ:

    gmuslimsunion@gmail.com

  • მისამართი:

    ბათუმი, გორგასალის N1 ბ.N1

ოკამის მეჩეთი

ოკამის მეჩეთი სამცხე-ჯავახეთის ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 1700 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. ქალაქ ახალქალაქიდან 18 კილომეტრში. 2014 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მიხედვით სოფელში 522 ადამიანი ცხოვრობს.

    ოკამის მეჩეთი თავდაპირველად საცხოვრებელ სახლს წარმოადგენდა. 2014 წლისთვის იგი ადგილობრივმა მრევლმა გამოისყიდა და სამლოცველოდ გადააკეთა. მეჩეთი გეგმით კვადრატული, ორსართულიანი ნაგებობაა, არ აქვს მინარეთი.

    დგას მიწაში ჩასმულ საძირკველზე. ნაგებია ბეტონის ფილებით და დახურულია თუნუქის ფურცლებით. ფასადი დაფარულია ბათქაშით. მეჩეთში შესასვლელი ჩრდილოეთის მხრიდანაა. პირველ სართულზე აბდესხანა, სამეურნეო და სასწავლო ოთახია განთავსებული.

    აქვეა მეორე სართულზე ასასვლელი კიბეც, სასწავლო ოთახია განთავსებული მეორე სართულზეც, სადაც დანარჩენი სივრცე სამლოცველო დარბაზებს უჭირავს. ცალკეა ქალთა და მამაკაცთა სამლოცველო დარბაზები.        ქალთა სამლოცველო დარბაზის ფართობი დაახლოებით 30 კვადრატული მეტრია. უფრო ვრცელია მთავარი სამლოცველო დარბაზი, რომელიც მეტად სადადაა მოწყობილი. მისი ფართობი 53 კვადრატული მეტრია. სამხრეთის მხარეს კუთხეში ჩასმულია სადა მიჰრაბი, მის გვერდით კი ხის მიმბარი.

Visual Portfolio, Posts & Image Gallery for WordPress

okami (11)

okami (10)

okami (9)

okami (8)

okami (7)

okami (6)

okami (5)

okami (4)

okami (3)

okami (2)

okami (1)