• დაგვიკავშირდით:

    +995 577 47 65 07

  • მოგვწერეთ:

    gmuslimsunion@gmail.com

  • მისამართი:

    ბათუმი, გორგასალის N1 ბ.N1

ომალოს ახალი მეჩეთი

ომალოს ახალი მეჩეთი, კახეთის რეგიოში, ახმეტის მუნიციპალიტეტის, პანკისის ხეობის სოფელ ომალოში მდებარეობს.

ახალი შენობის აგებამდე მის ადგილას იდგა პატარა ძველი მეჩეთი. 2012 წელს მოსახლეობამ იგი დაანგრია და სანაცვლოდ ახალი ააშენა.  ძველი მეჩეთი 1996-1997  წელს იყო აგებული. მისი მინარეთი ავარიულ მდგომარეობაში იყო და საფრთხეს ქმნიდა.

შენობა ორსართულიანია. მისი სიგრძე 36 მეტრია, სიგანე კი 10 მეტრი. შესასვლელში მოწყობილია ჰოლი, მის კუთხეებში კი სასტუმრო და სასწავლო ოთახები. სამლოცველო დარბაზი საკმაოდ ვრცელია. მისი ფართობი 130 კვადრატულ მეტრამდეა. გააჩნია საკმაოდ მაღალი ჭერი, რომლის სიმაღლე 5 მეტრს აჭარბებს. დარბაზის ცენტრში განთავსებულია მიმბარი და საკმაოდ განიერი რკინის მიჰრაბი.  აქვეა ოთხი ლითონის ბოძი, რომლებიც სახურავის კოჭების საყრდენადაა გამოყენებული.

Visual Portfolio, Posts & Image Gallery for WordPress

omalos axali mecheti (11)

omalos axali mecheti (10)

omalos axali mecheti (9)

omalos axali mecheti (8)

omalos axali mecheti (7)

omalos axali mecheti (6)

omalos axali mecheti (5)

omalos axali mecheti (4)

omalos axali mecheti (3)

omalos axali mecheti (2)

omalos axali mecheti (1)