• დაგვიკავშირდით:

    +995 577 47 65 07

  • მოგვწერეთ:

    gmuslimsunion@gmail.com

  • მისამართი:

    ბათუმი, გორგასალის N1 ბ.N1

პალდოს იმამ ალის მეჩეთი

  იმამ ალის სახელობის მეჩეთი საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, დუზაგრამის თემის სოფელ პალდოში. ზღვის დონიდან 470 მეტრის სიმაღლეზე მდებარობს, ქალაქ საგარეჯოდან 20 კილომეტრში.

2014 წლის საყოველთაო აღწერის მიხედვით სოფელში 700-მდე ადამიანი ცხოვრობს.

პალდოს მეჩეთი მართკუთხა ფორმის დაბალ ფუნდამეტზე მდგარ ნაგებობას წარმოადგენს. იგი დაახლოებით 2016 წელს ადგილობრივი მრევლის შემოწირულობებით აიგო. შენობას მარცხენა მხარეს ვრცელი ტერასა აქვს მიშენებული, რომლის ფართი დაახლოებით 60 კვადრატია. ამ ტერასიდან შესაძლებელია აბდესხანაში და მრავალფუნქციურ ფართში მოხვედრა.

    ტერასიდან არის მეჩეთის სამლოცველო დარბაზში შესასვლელი კარიც, დარბაზი საკმაოდ ვრცელია, მისი ფართობი 120 კვადრატულ მეტრამდეა. სამლოცველო დარბაზში  ქალთა სამლოცველო სივრცე  ფარდითაა გადატიხრული..  სამხრეთის მხარეს განთავსებულია კედელში ჩასმული მიჰრაბი.

     მეჩეთის სამხრეთ მხარეს, აღმართულია აგურით ნაგები საკმაოდ მაღალი მინარეთი. მისი სიმაღლე დაახლოებით რვა მეტრია.

Visual Portfolio, Posts & Image Gallery for WordPress

paldos mecheti (10)

paldos mecheti (9)

paldos mecheti (8)

paldos mecheti (7)

paldos mecheti (6)

paldos mecheti (5)

paldos mecheti (4)

paldos mecheti (3)

paldos mecheti (2)

paldos mecheti (1)