ფიროსმანის მეჩეთი
ფიროსმანის მეჩეთი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ ფიროსმანის თემში მდებარეობს, ზღვის დონიდან 290 მეტრ სიმაღლეზე.
სოფელი ქალაქ დედოფლისწყაროდან 48 კილომეტრითაა დაშორებული და მცხოვრებთა რაოდენობა დაახლოებით 560 კაცია.
სოფელ ფიროსმანში აჭარიდან გადასახლებული ეკომიგრანტები ცხოვრობენ. მეჩეთის შენობა ყოფილ საცხოვრებელ სახლს წარმოადგენს, რომელიც სამლოცველოდ 90-იანი წლების ბოლოს მოეწყო.
შენობა ორსართულიანია. პირველ სართულზე განთავსებულია სანიტარული კვანძი და სასწავლო ოთახი, მეორე სართულზე კი სამლოცველო დარბაზი. სამლოცველო დარბაზი საკმაოდ ვრცელია და მისი ფართობი 100 კვადრატულ მეტრამდეა, მარცხენა ფრთა ფარდითაა გატიხრული და ქალთა სამლოცველოდ გამოიყენება. სამხრეთის კედელში მოწყობილიაა მიჰრაბი და ხის მიცრე მიმბარი.