ქეშალოს მეჩეთი
ქეშალოს მეჩეთი საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მუღანლის თემის სოფელ ქეშალოში. ზღვის დონიდან 470 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. სოფელი ეთნიკური აზერბაიჯანლებითაა დასახლებული და მოსახლეობა დაახლოებით 2500 კაცია.
ქეშალოს მეჩეთი ერთასართულიანი კვადრატთან მიახლოებული ფორმის შენობაა. დგას დაბალ ფუნდამენტზე. ჩრდილოეთის მხარეს მთელ სიგრძეზე გასდევს თაღები. მარჯვენა მხარეს შენობის გვერდით დგას ქართული აგურით ნაგები მრგვალი მინარეთი. მისი სიმაღლე რვა მეტრს აღწევს.
მეჩეთი შიგნით სადადაა მოწყობილი. სამლოცველო დარბაზი ერთიან სივრცეს წარმოადგენს დაახლოებით 120 მლოცველზეა გათვლილი.
სამხრეთის მხარეს კედელში ჩასმულია ოვალურთაღოვანი მიჰრაბი. მისგან მარჯვნივ კი რამდენიმე საფეხურიანი მიმბარია განთავსებული. მეჩეთს საკმაოდ ვრცელი ეზო აქვს, სადაც სხვვადასხვა სახეობის ხეხილი დგას. ეზოში მდგარ დამხმარე ნაგებობებში განთავსებულია აბდესხანა, სველი წერტილები და სამზარეულო.