• დაგვიკავშირდით:

    +995 577 47 65 07

  • მოგვწერეთ:

    gmuslimsunion@gmail.com

  • მისამართი:

    ბათუმი, გორგასალის N1 ბ.N1

საბირქენდის იმიმ ქაზიმის მეჩეთი

საბირქენდის მეჩეთი ქვემო ქართლის მხარეში, მარნეულის მუნიციპალიტეტის ალგეთის თემში ზღვის დონიდან 335 მეტრის სიმაღლეზე  მდებარეობს.

    2014 წლის საყოველთაო აღწერის მიხედვით სოფელში 3400 ადამიანი ცხოვრობს, მათი აბსოლუტური უმრავლესობა ეთნიკური აზერბაიჯანელია.

    საბირქენდის მეჩეთი ერთსართულიან, საბჭოთა დროს აშენებულ სამეურნეო ნაგებობაშია განთავსებული, რომელიც 90- იან წლებში ადგილობრივმა მრევლმა სამლოცველოდ გადააკეთა.

     ნაგებობას კვადრატის ფორმა აქვს. შესასვლელი აღმოსავლეთის მხრიდანაა, სადაც მომცრო ღია ჰოლია მოწყობილი. ჰოლიდან სამლოცველო დარბაზში შესვლა შეიძლება რომელიც დაახლოებით 100 კვადრატულ მეტრ ფართობს მოიცავს.

     დარბაზის შუაგულში ბეტონის სვეტი დგას და ფანჯრები მხოლოდ სამხრეთის კედელშია გაჭრილი. ჭერის სიმაღლე სამხრეთ მხარეს უფრო მეტია, ვიდრე ჩრდილოეთით. საბირქენდის მეჩეთში არ არის მიჰრაბი. თუმცა, აქვს მიმბარი. შესასვლელთან აღმოსავლეთის მხარეს  მეჩეთს მინაშენი გააჩნია, სადაც სამეურნეო ოთახი და აბდესხანაა მოწყობილი.       საბირქენდის მეჩეთს აქვს ვრცელი ეზო. სახურავში კი მოწყობილია საკმაოდ დიდი სფეროსებრი გუმბათი, რომლის ყელიც აგურითაა ნაშენი. არ აქვს მინარეთი.

Visual Portfolio, Posts & Image Gallery for WordPress

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *