• დაგვიკავშირდით:

    +995 577 47 65 07

  • მოგვწერეთ:

    gmuslimsunion@gmail.com

  • მისამართი:

    ბათუმი, გორგასალის N1 ბ.N1

სადახლოს თაზაქენდის მეჩეთი

თაზაქენდის მეჩეთი ქვემო ქართლის მხარეში, მარნეულის მუნიციპალიტეტის ალგეთის თემში, ზღვის დონიდან 310 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს.  2014 წლის საყოველთაო აღწერის მიხედვით სოფელში 2000-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. მეჩეთი საქართველო-სომხეთის საზღვართაა ახლოს.

  . თაზაქენდის მეჩეთი თავდაპირველად საცხოვრებელ სახლად აშენდა. რამდენიმე წლის წინ იგი ადგილობრივმა მრევლმა შეიძინა და სალოცავად აქცია.

     მეჩეთის ნაგებობა ერთსართულიან, დაბალ საძირკველზე მდგარ კვადრატულ ნაგებობას წარმოადგენს. ნაგებია თლილი ქვით და დახურულია შიფერით. გეგმა მარტივი აქვს. ტერასა, რომელიც სახლს ფასადის მხარეს მთელ სიგრძეზე გასდევს და ორი ოთახი რომლებშიც ტერასიდან შეიძლება მოხვედრა.

   მარცხენა ოთახი სამლოცველო დარბაზისთვისაა გაამიზნული, მარჯვენა კი სამეურნეო დანიშნულებიტ გამოიყენება. სამლოცველო დარბაზი მცირე ზომისაა და მისი ფართობი  მხოლოდ 25 კვადრატული მეტრია.     თაზაქენდის მეჩეთში ჯერ არ არის მოწყობილი არც, მიჰრაბი, არც მიმბარი.  მეჩეთს გარს პატარა ეზო აკრავს რომელიც ქვის ყორითაა შემოსაზღვრული,  არ გააჩნია მინარეთი.

Visual Portfolio, Posts & Image Gallery for WordPress

sadaxlos tazakendi (1)

sadaxlos tazakendi (8)

sadaxlos tazakendi (7)

sadaxlos tazakendi (6)

sadaxlos tazakendi (5)

sadaxlos tazakendi (4)

sadaxlos tazakendi (3)

sadaxlos tazakendi (2)