• დაგვიკავშირდით:

    +995 577 47 65 07

  • მოგვწერეთ:

    gmuslimsunion@gmail.com

  • მისამართი:

    ბათუმი, გორგასალის N1 ბ.N1

თაზაქენდის ზეჰრას მეჩეთი

თაზაქენდის მეჩეთი ქვემო ქართლში, მარნეულის მუნიციპალიტეტის ალგეთის თემში, ზღვის დონიდან 310 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. სოფელში ეთნიკური აზეირბაიჯანლები ცხოვრობენ და 2014 წლის საყოველტაო აღწერის  მიხედვით მოსახლეობა 2 ათას ას კაცამდეა.

   თაზაქენდის მეჩეთი კვადრატული ნაგებობაა, რომელიც 2020 წელს მრევლის მიერ შემოწირული თანხებით აიგო. გეგმით მეჩეთი მართკუთხედის ფორმისაა  და ერთსართულიანია.

   თაზაქენდის მეჩეთს არ აქვს მინარეთი და დამხმარე ნაგებობები.

    სამლოცველოს შესასვლელი ჩრდილოეთის მხრიდან აქვს. რამდენიმესაფეხურიან მრგვალ კიბეს ჰოლში ავყავართ რომლის მარცხნივ და მარჯვნივ ორი ოთახია განლაგებული. მათ სამეურნეო და ადმინისტრაციული დანიშნულება აქვთ. ~

   ჰოლიდანაა სამოლოცველო დარბაზში შესასვლელი.  ის  საკმაოდ ვრცელია და  მისი ფართობი დაახლოებით 108 კვადრატული მეტრია. ~

    სამლოცველო დარბაზში არ არის მიჰრაბი და მიმბარი. საჭიროების შემთხვევაში  მას ტიხრავენ ფარდით და ქალთა სამლოცველო სივრცეს აწყობენ.

Visual Portfolio, Posts & Image Gallery for WordPress

zehra (7)

zehra (6)

zehra (5)

zehra (4)

zehra (3)

zehra (2)

zehra (1)