• დაგვიკავშირდით:

    +995 577 47 65 07

  • მოგვწერეთ:

    gmuslimsunion@gmail.com

  • მისამართი:

    ბათუმი, გორგასალის N1 ბ.N1

თიკერის მეჩეთი

თიკერის მეჩეთი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ცეცხლაურის თიკერის დასახლებაში მზღვის დონიდან 12 მეტრში მდებარეობს.

    შენობა ორსართულიან, თანამედროვე ნაგებობას წარმოადგენს, ნაგებია ბეტონის ბლოკებით. დგას შემაღლებულ საძირკველზე. დახურულია ლითონის ფირფიტებით. სახურავის ცენტრში მოზრდილი გუმბათია განთავსებული. შენობის გეგმა კვადრატულია.

      მეჩეთს შესასვლელი ჩრდილოეთის მხრიდან აქვს, სადაც ვრცელიჰოლია განთავსებული. ჰოლიდან სამლოცველო დარბაზში შეიძლება მოხვედრა.  

   სამლოცველო დარბაზი საკმაოდ ვრცელია და მისი ფართობი 110 კვადრატულ მეტრზე მეტია.  ცენტრში ორი ბეტონის სვეტია აღმართული, რომელსაც მეორე სართულის აივანი ეყრდნობა.

   ჭერის ცენტრში მოწყობილია სარკმელებით დამშვენებული სფერული გუმბათი. ჭერის სიმაღლე გუმბათის ჩათვლით  8 მეტრს აღწევს. ჩრდილოეთის მხარეს  მეორე სართულზე განიერი მოაჯირებით შემოსაზღვრული აივანია.

    შენობას გარდა ჩრდილოეთისა ყველა მხრიდან თაღოვანი სარკმლებია მოწყობილი, რომლებიც უხვად ანათებენ დარბაზს. სამხრეთის კედელში ჩასმულიასაკმაოდ  განიერი ბეტონის მიჰრაბი, მის მარჯვნივ კი ხის რამდენიმესაფეხურიანი მიმბარი დგას. მარცხენა კუთხეში ჩასმულია ბეტონის ქურსიც.     მეჩეთს საკმაოდ მოზრდილი ეზო გააჩნია, ეზოს   კუთხეში ღია აბდესხანაა მოწყობილი. ასევე მეჩეთის გვერდით დგას ბეტონის ორსართულიანი შენობა, სადაც მედრესეა მოწყობილი. არ აქვს მინარეთი.

Visual Portfolio, Posts & Image Gallery for WordPress

tikeri (17)

tikeri (16)

tikeri (15)

tikeri (14)

tikeri (13)

tikeri (12)

tikeri (11)

tikeri (10)

tikeri (9)

tikeri (8)

tikeri (7)

tikeri (6)

tikeri (5)

tikeri (4)

tikeri (3)

tikeri (2)

tikeri (1)