• დაგვიკავშირდით:

    +995 577 47 65 07

  • მოგვწერეთ:

    gmuslimsunion@gmail.com

  • მისამართი:

    ბათუმი, გორგასალის N1 ბ.N1

წყავროკას მეჩეთი

წყავროკას მეჩეთი ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წყავროკაში ზღვის დონიდან 20 მეტრზე მდებარეობს.

სოფელი ქობულეთის ვაკეზეა გაშლილი და მასში 1400 -მდე ადამიანი ცხოვრობს.

მეჩეთი სოფლის ცენტრიდან ახლოს შემაღლებულ ადგილზე მდებარეობს.  აშენების ზუსტი თარიღი უცნობია. თუმცა, გადმოცემის თანახმად, მე-19 საუკუნის ბოლოს და მეოცე საუკუნის დასაწყისში უნდა იყოს აგებული.  დღეისათვის იგი ავარიულ მდგომარეობაშია. წლების წინ გაჩენილმა ხანძარმა  საგრძნობლად დააზიანა. არ აქვს სახურავი და კედლებს წყალი რეცხავს. მეჩეთს არ აქვს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი.

საბჭოთა პერიოდში მეჩეთის  დაწყებით სკოლად გადააკეთეს. ამის გამო შენობა გააფართოვეს და სამხრეთით ორსართულიანი მინაშენი გაუკეთეს, რის გამოც მართკუთხედის ფორმა მიიღო. ფასადზე შელესილობა ძალიან დაზიანებულია, რის გამოც თავდაპირველი და გვიანი მინაშენის კედლები კარგად განირჩევა.

წყავროკის მეჩეთი კვადრატული ფორმის ორსართულიანი  ნაგებობაა. მშენებლობისთვის გამოყენებულია ადგილობრივი ფლეთილი, ზოგ ადგილას კი გათლილი ქვის კვადრები. დგას საკმაოდ მაღალ ქვის მასიურ ფუნდამენტზე.  შესასვლელი ჩრდილოეთის მხრიდან აქვს. შემორჩენილია ოვალური კარის ღიობიც. შესასვლელის მხარეს ფასადი დეკორირებულია ცრუ სვეტებით და მსუბუქი დეკორით. შესასვლელის მხრიდან მეჩეთის სიმაღლე დაახლოებით 5-6 მეტრია.

მიუხედავად მრავალგზის გადაღებვისა ინტერიერში შემორჩენილია თავდაპირველი საღებავის ფენაც. თავის დროზე ინტერიერი თეთრად ყოფილა შეღებილი. კედლები კი მოხატული. კუთხეებში შემორჩენილია მოხატულობის ნაშთებიც.

კედლებში შემორჩენილი არქიტექტურული დეტალებით ცხადი ხდება, რომ შენობას შიგნით შესასვლელის მხარეს ხის აივანი ჰქონდა, სამლოცველო დარბაზი კი საკმაოდ ვრცელი და მაღალი იყო. ზომებიდან გამომდინარე იგი ასამდე მლოცველს იტევდა.

არ შემორჩენილა მიჰრაბი და მიმბარი. კომუნისტების დროს შენობის გაფართოებისას იგი მოშალეს.

მეჩეთის შენობა ღარიანი ადგილობრივი კრამიტით იყო დახურული. მისი ნაშთები დღესაც გვხვდება ირგვლივ და ინტერიერში.

Visual Portfolio, Posts & Image Gallery for WordPress

tskavroka (17)

tskavroka (16)

tskavroka (15)

tskavroka (14)

tskavroka (13)

tskavroka (12)

tskavroka (11)

tskavroka (10)

tskavroka (9)

tskavroka (8)

tskavroka (7)

tskavroka (6)

tskavroka (5)

tskavroka (4)

tskavroka (3)

tskavroka (2)

tskavroka (1)