თულარის მეჩეთი
თულარის მეჩეთი საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, ივრის ზეგანზე, ზღვის დონიდან 450 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს. საგარეჯოდან 43 კილომეტრში.
სოფლის მოსახლეობის უმრავლესობა ეთნიკური აზერბაიჯენელია და 3 ათას ას კაცზე მეტს შეადგენს.
თულარის მეჩეთი დაბალ ფუნდამენტზე მდგარ ერთსართულიან ნაგებობას წარმოადგენს. შესასვლელში, ჩრდილოეთის მხარეს, მთელ სიგრძეზე გასდევს ლითონის სვეტებიანი ტერასა, საიდანც სამლოცველო დარბაზში მოხვედრა შეიძლება.
მეჩეთი 2003 წელს აღადგინეს. თუმცა, იგი საკმაოდ ძველია. მის სიძველეზე მიუთითებს დასავლეთ კედელზე არსებული ნაშთი, რომელიც ძველი მინარეთის ნარჩენს წარმოადგენს. მეჩეთი მე-19 საუკუნის ბოლოსაა აგებული.
ეს ნაშთები დღეისათისს აგურით ნაგებ ახალ მინარეთშია ჩართული. აღნიშნული მინარეთი 1989 წელსაა აგებული. მასზე მოხვედრა მეჩეთის ტერასიდან შეიძლება.
ტერასიდან შეიძლება სამლოცველო დარბაზში შესვლა. დარბაზი მეტად სადადაა მოწყობილი, იგი დაახლოებით 80 მლოცველზეა გათვლილი.
სამხრეთის კედლეში განთავსებულია ოვალურთაღოვანი მიჰრაბი. მიჰრაბის მარჯვნივ კი ხის რამდენიმესაფეხურიანი მიმბარი დგას
მეჩეთს საკმოად დიდი წითელი აგურით ნაგები მრგვალი მინარეთი აქვს. მისი სიმაღლე დაახლოებით 15 მეტრია.