• დაგვიკავშირდით:

    +995 577 47 65 07

  • მოგვწერეთ:

    gmuslimsunion@gmail.com

  • მისამართი:

    ბათუმი, გორგასალის N1 ბ.N1

ჭახათის მეჩთი

ჭახათის მეჩეთი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქობულეთის მუნიციაპალიტეტის კინტრიშის ხეობაში, ზღვის დონიდან 400 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს.

    2014 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მიხედვით სოფელ ჭახათში 390 კაცი ცხოვრობს. მეჩეთი გასული  საუკუნის დასაწყისში – 1906 წელსაა აგებული. ამის შესახებ გვიამბობს არბაული გრაფიკით შესრულებული წარწერა, რომელიც სამხრეთით არსებული კარის თაღზეა მოთავასებული.

    ნაგებობა გეგმით კვადრატულია და დგას ნატეხი ქვით მოწყობილ მაღალ საძირკველზე. კედლები წაბლის ფიცრებითაა აგებული. სახურავი განახლებულია და ლითონის ფირფიტებითაა დახურული.

     საბჭოთა პერიოდში მეჩეთში ჯერ სოფლის ადმინისტრაცია იყო განთავსებული, მოგვიანებით კი კულტურის სახლი. იგი დღემდე ამ დანიშნულებით გამოიყენება. შესასვლელი ჩედილოეთის მხრიდანაა, სადაც მცირე ტერასაა მოწყობილი. ტერასა ხის სვეტებითაა შემოსაზრვრული რომელთა თავები მოჩუქურთმებულია.

    აქედანვეა სამლოცველო დარბაზში შესასვლელიც. დარბაზია ერთიან, დაუნაწევრებელ სივრცეს წარმოადგენს. იგი შიგნით გადაკეთებულია და ძველი იერსახე საერთოდ არაა შემორჩენილი.       თავდაპირველად შიდა აივნები და უხვი ჩუქურთმოვანი დეკორი ჰქონია, მაგრამ ჩვენამდე არ მოუღწევია. მათი ნაწილი კომუნისტების დროს გაანადგურეს, ნაწილი კი დაახლოებით 15 წლის წინანდელ სარემონტო სამუშაოებს შეეწირა. გადარჩენილი ნაწილი კი დღეისათვის ქობულეთის მუზეუმში ინახება.

Visual Portfolio, Posts & Image Gallery for WordPress

waxati (9)

waxati (8)

waxati (7)

waxati (6)

waxati (5)

waxati (4)

waxati (3)

waxati (2)

waxati (1)