• დაგვიკავშირდით:

    +995 577 47 65 07

  • მოგვწერეთ:

    gmuslimsunion@gmail.com

  • მისამართი:

    ბათუმი, გორგასალის N1 ბ.N1

ხუცუბნის მეჩეთი

ხუცუბნის მეჩეთი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქობულეთის მუნიციპალიტეტში ზღვის დონიდან 50 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. 2014 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მიხედვით სოფელში 3 ათას 500 მდე ადამიანი ცხოვრობს.

     ხუცუბნის მეჩეთი სოფლის შემაღლებულ ადგილას მდებარე ბორცვზე დგას. აგებულია ადგილობრივი თლილი ქვით 1923-24 წლებში. სხვადასხვა წყაროების ცნობით მშენებლობაზე სოფელ დაგვაში მცხოვრები ბერძენი ოსტატების მუშაობდნენ.

    ნაგებობა გეგმით კვადრატული ფორმისაა. დგას შემაღლებულ საძირკველზე. სახურავისთვის გამოყენებულია ლითონის ფურცლები. სახურავის ცენტრში მოთავსებულია საკმაოდ დიდი ოვალური გუმბათი. ჩრდილოეთის ფასადი, საიდანაც მეჩეთში შესასვლელიცაა დეკორირებულია. შუაშია მოთავსებულია თაღოვანი კარი.

    თავდაპირველად შიგა სივრცე ორსართულიანი ყოფილა და სამლოცველო დარბაზში შიგა აივანიც იყო მოწყობილი, მაგრამ ჩვენამდე არ შემონახულა. მეჩეთს საკმაოდ ვრცელი სამლოცველო დარბაზი აქვს. მასში ქვის ოთხი სვეტი დგას.        სვეტები ერთდროულად გამოყენებულია შიდა აივნის და ჭერის საყრდენებად. სამლოცველო დარბაზის მთლიანი ფართი 160 კვადრატული მეტრია. დარბაზის მარჯვნივ და მარცხნივ კედლებში გაჭრილია თაღოვანი ფანჯრები. ჭერში განთავსებულია საკმაოდ დიდი გუმბათი. ჭერის სიმაღლე გუმბათან ერთად ათ მეტრს შეადგენს. დარბაზში შემორჩენილია გათლილი ქვის ძველი მიჰრაბი, მისგან მარჯვნივ კი ხის ახალი მიმბარი დგას.

Visual Portfolio, Posts & Image Gallery for WordPress

xucubani (24)

xucubani (23)

xucubani (22)

xucubani (21)

xucubani (20)

xucubani (19)

xucubani (18)

xucubani (17)

xucubani (16)

xucubani (15)

xucubani (14)

xucubani (13)

xucubani (12)

xucubani (11)

xucubani (10)

xucubani (9)

xucubani (8)

xucubani (7)

xucubani (6)

xucubani (5)

xucubani (4)

xucubani (3)

xucubani (2)

xucubani (1)