• დაგვიკავშირდით:

    +995 577 47 65 07

  • მოგვწერეთ:

    gmuslimsunion@gmail.com

  • მისამართი:

    ბათუმი, გორგასალის N1 ბ.N1

ყარაჯალას მეჩეთი

ყარაჯალას მეჩეთი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, კაბალის თემში მდებარეობს. სოფელი ზღვის დონიდან 370 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს და მასში 2 ათასზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. მეჩეთი ქალაქ ლაგოდეხიდან 15 კილომეტრითაა დაშორებული.  იგი გასული საუკუნის 90-იანი წლებში აუშენებია ადგილობრივ მოსახლეობას.

   ყარაჯალას მეჩეთი მართკუთხა შენობას წარმოადგენს. დგას დაბალ ფუნდამენტზე და აგურითაა აშენებული. ფასადის მხარეს მთელ სიგრძეზე ოვალურ თაღებიანი ფანჯრები გასდევს, რომელიც განსაკუთრებულ სისადავესა და სილამაზეს ანიჭებს შენობას. მეჩეთს ვრცელი ეზო აკრავს გარს. მარჯვენა მხარეს დგას მსხვილ ლითონის მილზე მოწყობილი  მინარეთი რომლის სიმაღლე ათ მეტრს აჭარბებს.     ფასადის ცენტრში არსებული კარებით მეჩეთის ჰოლში შესვლაა შესაძლებელი. ჰოლის ერთ მხარეს სასტუმრო ოთახია. აქედანვე შეიძლება სამლოცველო დარბაზში შესვლა. სამლოცველო დარბაზი საკმოად ვრცელი. მისი ფართობი 204 კვადრატულ მეტრამდეა და 300 მდე მლოცველს იტევს. დარბაზის ჭერი ოთხ მასიურ სვეტს ეყრდნობა. მისი სიმაღლე 4 მეტრზე მეტია. ყარაჯალას მეჩეთის შეისრულთაღოვანი მიჰრაბი კედელშია ჩასმული. მისგან მარჯვნივ ხის მიმბარია.

Visual Portfolio, Posts & Image Gallery for WordPress

0T7A1317-min

0T7A1331-min

0T7A1342-min

0T7A1345-min

0T7A1348-min

0T7A1351-min

DJI_0015-min

DJI_0022-min

DSC_0045-min

DSC_0054-min